ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ოფიციალური სტატისტიკა << უკან
პანდემიამ უმუშევრობის მაჩვენებელი 22%-მდე გაზარდა
19 აგვისტო, 2021, 13:02
პანდემიამ უმუშევრობის მაჩვენებელი 22%-მდე გაზარდა

თბილისი (GBC) - პანდემიამ უმუშევრობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზარდა და 2021 წლის II კვარტლის მონაცემებით 22.1%-ს მიაღწეია, ეს 3.8%-ული პუნქტით მეტია 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ამავდროულად ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 51.4% შეადგინა, ეს წლიურ ჭრილში 1.1%-ული პუნქტით მეტია.

დასაქმების დონე შემცირებულია 1%-ული პუნქტით, 40.1%-მდე.

დასაქმების დონე 0.5%-ული პუნქტით შემცირებულია ქალაქად, სოფლად კი - 1.7%-ული პუნქტით.

2021 წლის II კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 68.5%-ია, 0.7%-ული პუნქტით მეტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2021 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით,  მაჩვენებელი ქალებში გაზრდილია 1.2%-ული პუნქტით, კაცებში - 5.7%-ული პუნქტით.

სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2021 წლის II კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 40.7 პროცენტს, ხოლო კაცებში 63.7 პროცენტს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალებში გაზრდილია 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 2.0 პროცენტული პუნქტით.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები