ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ოფიციალური სტატისტიკა << უკან
საგარეო ვაჭრობა 21.7%-ით გაიზარდა
19 აგვისტო, 2021, 14:50
საგარეო ვაჭრობა 21.7%-ით გაიზარდა

თბილისი (GBC) - 2021 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 7,481 მლრდ დოლარს გადააჭარბა, ეს 21.7%-ით მეტია, ვიდრე 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში, მაჩვენებელი აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემსაც.

საქსტატის მონაცემებით, მთლიანი ბრუნვიდან ექსპორტი 2,275 მლრდ დოლარია, მაჩვენებელი წლიურად 27.8%-ით არის გაზრდილი, იმპორტი კი 19.3%-იან ზრდას აჩვენებს და 5,206 მლრდ დოლარს აღემატება.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2,930.3 მლრდ  დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.2%-ია. 

უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ჩინეთია (370.5 მლნ დოლარი), მეორე ადგილზეა რუსეთი (322.7 მლნ დოლარი), მესამე პოზიცია კი აზერბაიჯანს (295.3 მლნ დოლარი) უკავია.

უმსხვილეს იმპორტიორებში თურქეთი (917.4 მლნ დოლარი) ლიდერობს, რუსეთი (545.3 მლნ დოლარი) მეორეა, მესამე ადგილზე კი ჩინეთი (459.4 მლნ დოლარი).

2021 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70.4% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1.107 მლრდ დოლარი), რუსეთი (868 მლნ დოლარი) და ჩინეთი (829.9 მლნ დოლარი).

2021 წლის იანვარ-ივლისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 465.9 მლნ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 20.5%-ია. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 248.3 მლნ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 10.9%), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 228.5 მლნ დოლარით (10%).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი მსუბუქი ავტომობილებია, რომლის იმპორტმა 461.8 მლნ დოლარი და მთელი იმპორტის 8.9 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე ნავთობი და ნავთობპროდუქტები 405 მლნ დოლარით (იმპორტის 7.8%), მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 395.6 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.6%). 


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები