| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) მსოფლიო ეკონომიკაში პრობლემების დასაძლევად 650 მლრდ დოლარს გამოყოფს. ფონდში მიაჩნიათ, რომ ამ ფინანსური რესურსის გონივრულად გამოყენება შექმნის უნიკალურ შესაძლებლობას არსებული უპრეცედენტო კრიზისის დასაძლევად.
რესურსის გამოყოფაზე ფონდის მმართველმა დირექტორმა კრისტალინა გეორგიევამ უკვე განაცხადა და განმარტა, რომ ფინანსური რესურსის მიღებით მსოფლიო ეკონომიკა უფრო ლკიკვიდურს გახდის, ქვეყნები შეძლებენ მიღებული ფინანსები ეროვნული ეკონომიკის მხარდასაჭერად და კრიზისის დასაძლევად გამოიყენონ.
ქვეყნები ფონდში არსებული კვოტის შესაბამისად მიიღებენ დაფინანსებას, ანუ 275 მლრდ დოლარს განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებს ერგებათ, დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებისთვის 21 მლრდ დოლარი გამოიყოფა (ან ზოგიერთ შემთხვევაში მშპ-ს 6%).
„ეს მნიშვნელოვანი რესურსია და კონკრეტული ქვეყნების გადასაწყვეტია როგორ გამოიყენონ ის საუკეთესოდ. მაქსიმალური სარგებლის მისაღებად გადაწყვეტილებები უნდა იყოს გონივრული. გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად, ფონდმა შეიმუშავა სახსრების განაწილების ახალი მაკროეკონომიკური შედეგების შესაფასებლი ჩარჩო და IMF მუდმივად აწარმოებს ანაგარიშებს“, - განაცხადა ფონდის ხელმძღვანელმა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss