ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
თალიბანმა მასშტაბური ოპერაცია დაიწყო
2 სექტემბერი, 2021, 14:18
თალიბანმა მასშტაბური ოპერაცია დაიწყო

თბილისი (GBC) - ავღანეთის პანჯშირის ხეობაში „თალიბანმა“ „ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტის“ წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყო.

 

„თალიბანის“ ინფორმაციით, გასული ღამიდან მიმდინარე შეტაკებების შედეგად, თალიბებმა ამბოხებულების 11 პოსტი დაიკავეს, ცხრა მებრძოლი მოკლეს და ხელში ჩაიგდეს დიდი რაოდენობით შეიარაღება და საბრძოლო მასალები.

 

თავად „ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტის“ ინფორმაციით, „თალიბანმა“ პანჯშირის ხეობაზე შეტევა რამდენჯერმე სცადა, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწია და 40-მდე მებრძოლი დაკარგა.

 

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები ჩაიშალა. „თალიბანის“ ინფორმაციით, წინააღმდეგობის მოძრაობამ იარაღის შენარჩუნება და ახალ მთავრობაში 30 პროცენტიანი წარმომადგენლობა მოითხოვა, რაც არარაციონალური მოთხოვნებია.

წყარო: საზმაუ

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები