| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ბიო ღვინის მწარმოებელი - ეთნო, მანავში, ადგილწარმოშობის ღვინის მიკროზონაში, ქარხნის მშენებლობას 2022 წელს ასრულებს. ₾4 მლნ-იანი კონცეპტუალური პროექტი ქართულია ბრიტანულთან ნაზავი. O'Brien Van der Steen Workshops Ltd-ის, კონცეპცია, მოიცავს ერთმანეთთან შიდა ეზოებით/ქორთიარდებით დაკავშირებულ 5 დამოუკიდებელ სივრცეს. ოთხი სივრცე მორგებულია ღვინის წარმოების სხვადასხვა ციკლზე, მე-5 სამასპინძლოს სრულად ეთმობა სტუმრებს.
მიწისქვეშა სივრცე, ღვინის შენახვა-დაძველების საუკეთესო ბუნებრივ პირობებს ქმნის. პროექტის მთავარ ნოვაცია ტექნოლოგიური გადაწყვეტაა შენობის ყველა კედელი დატკეპნილი მიწით.
კომპანის
ეთნო ორგანული ღვინოა, რომელიც მხოლოდ ბიო ვენახებიდან. ზვრები კახეთის 3 მიკროზონაშია გაშენებული - მანავში, ხაშმსა და შილდაში. ეთნო ღვინოების ადგილობრივ, ასევე აშშ-ის ევროპის ბაზრებზეა წარმოდგენილი.
ეთნო ჯგუფი უნივერსალური ბიზნესმენებით არის წარმოდგენილი. ლადო რობაქიძე (ვითიბი ბანკის კორპორატიული ბიზნესის დირექტორი) და ივანე მარტიაშვილი, რომლიც სხვადასხვა სექტორში მოღვაწეობს: ჰორეკა, საფინანსო, ჰოსპიტალური, დეველოპერული, ენერგეტიკული. ის ეპარტნიორება ნატურალური ღვინის ასოციაციას. ბიზნესმენმა ახლახანს პურის საზოგადოება დააფუძნა, ასევე ბანკირთან (ირაკლი ელაშვილი ) და უცხოეთში მოღვაწე ქართველთან (გიორგი ქავთარაძე) ერთად, თუმცა "არტიზანული პურის საზოგადოების" სამეწარმეო საქმიანობა ჯერ მხოლოდ იდეაა, გულისხმობს ორგანული პურის ელიტურ საცხობს -კონცეპტუალურ სივრცეს სადაც მომხმარებელი რეგიონში საუკეთესო პურს, ღვინოს და ყავას დააგემოვნებს.
.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss