| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – საბანკო სექტორში გაპრობლემებული სესხების წილი 2.5%-მდეა შემცირებული. სებ-ი მსესხებლის გადახდისუნარიანობის გაუმჯობესების ტრენდზე აცხადებს, საბანკო ასოციაცია კი ვადაგადაცილებების 8 თვეში განლევას პროგნოზირებს.
სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ ბიზნეს ფორმულაზე განაცხადა, რომ პიკი გადავლილია. გაუმჯობესება მარტიდან შეინიშნება. მისივე თქმით გადაცილებების მასშტაბი რესტრუქტურიზებამ და საშეღავათო პერიოდებმა შეაკავა. იყო სირთუილეები - 16%-მდე გაიზარდა რესტრუქტურიზებები, გაცილებით მაღალ კოეფიციენტზე გავიდა სავალუტო პორტფელი.
ევროში დენომინირებული ყოველი მე-3 სესხი რესტრუქტურდა, როცა რესტრუქტურიზაცია ლარის ყოველ მე-14 სესხს დასჭირდა. შესაბამისად მსესხებელს კრედიტი უფრო გაუძვირდა და პროპორციულად, ლარის მსესხებელზე უფრო მეტ სავალუტო მსესხებელს. თუმცა, მიზეზი, მხოლოდ დოლარიზაცია არის. ანალიტიკოსები სხვა ინდიკატორზეც მიანიშნებენ. სავალუტო სესხის ბენეფიციარი სწორედ ის სექტორია, რომელიც პანდემიამ ყველაზე მეტად დააზარალა, სასტუმრო -სარესტორნო ბიზნესი.
პანდემიის წინაშე ყველაზე არამდგრადი მაინც ლარი სასესხო განაკვეთი აღმოჩნდა. სამომხმარებლო კრედიტი, ლარში, პანდემიამდე 13%-დან გაიცემოდა, პანდემიაში 14.6%-დან გაიცემა.
ევროს სესხმა პანდემიაში, პანდემიამდელი 6.7% შეინარჩუნა. შენარჩუნდა 200 000 ლარიანი ზღვარიც (55 000 ევრომდე ევროში აღება იზღუდება).
ბანკები პორტფელის (>₾1 მლრდ) დოლარიზაციით /01.09.2021/
|
000 ₾ % |
|
|
|
|
თიბისი |
15,277,707 53.4 |
|
|
|
საქართელოს ბანკი |
14,431,938 56 |
|
|
|
ლიბერთი |
1,849,349 12 |
|
|
|
|
|||
|
ვითიბი |
1,849,349 41 |
|
|
|
პროკრედიტ ბანკი |
1,340,363 73 |
|
|
|
კრედო |
1,196,364 9 |
|
|
|
ბაზისბანკი |
1,100,900 53.5 |
|
|
|
ქართუ |
1,008,297 68 |
|
|
წყარო: კომერციული ბანკები
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss