| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი
(GBC) - საერთაშორისო
სავალუტო ფონდმა (IMF) დღეს, მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა და განახლა რიგი ქვეყნების
ეკონომიკური ზრდის და ინფლაციის პროგნოზები.
კერძოდ,
IMF-ის განახლებული
პროგნოზით, საქართველოში საშუალო ინფლაცია 2021 წელს 9.3%-ით გაიზრდება, 2022 წელს
5.4%-ით, 2023 წელს კი სამომხმარებლო ფასები საშუალოდ 3.04%-ით გაიზრდება.
რაც
შეეხება პერიოდის ბოლოს, სავალუტო ფონდი 2021 წლის ბოლოსთვის ინფლაციის 13.05%-იან
ზრდას ელის, 2022 წლის ბოლოსთვის 3.18%-იან, ხოლო 2023 წლის ბოლოსთვის კი 3%-იან სამომხმარებლო
ფასების ზრდას ელის.
სავალუტო
ფონდმა ინფლაციური მოლოდინები მიმდინარე წლის ივლისშიც გააუარესა.
ფონდი
ივლისამდე საქართველოში 2021 წელს საშუალოდ 3.8%-იან ინფლაციას პროგნოზირებდა, ივლისის
ანგარიშით კი საშუალო ინფლაციის პროგნოზი 7.3%-მდე გაზარდა, 2021 წლის ბოლოსთვის კი
9.4%-ს პროგნოზირებდა.
წელს,
წლიური ინფლაციის პიკი აგვისტოში დაფიქსირდა, 12.8%-ის ოდენობით, სექტემბერში კი მაჩვენებელი
მცირედით, 0.5პ.პ-ით შემცირდა. იანვარ-სექტემბერში კი საშუალო ინფლაციამ (y.y) 8.4% შეადგინა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss