| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - EFSE-მ (ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის) თიბისი ბანკს $10 მლნ-იანი
(ექვივალენტი ლარში) სესხი გამოუყო მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების (MSME)
საინვესტიციო და
სამუშაო კაპიტალის საჭიროებების დასაფინანსებლად.
ბანკის
CEO-ს, ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, ინსტრუმენტი კიდევ ერთხელ მოწმობს ბანკის ძალისხმევას, მხარი
დაუჭიროს მიკრო,
მცირე და საშუალო საწარმოებს სოფლად და ქალაქებში და უზრუნველყოფს ადგილობრივი ვალუტით
სესხების დაფინანსებას,
რაზეც დიდი მოთხოვნაა.
ბუხცრიკიძე
EFSE-სთან უფრო
ნაყოფიერი პარტნიორობის მეტ წელს.
EFSE-ს
საბჭოს თავმჯდომარისთვის, კლაუს მიულერისთვის ძალიან შთამბეჭდავი იყო TBC-ის ძლიერი შესრულება და განსაკუთრებით,
მათი გამძლეობა ჯანმრთელობის ბოლოდროინდელი კრიზისის განმავლობაში.
მიულერის
თქმით, EFSE-ის ინვესტიცია ხელს შეუწყობს MSME-ს ფინანსური გეფის შემცირებას. არასრულფასოვანი
ჯგუფების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა EFSE-ის ძირითადი მიმართულებაა. TBC კი შესანიშნავი მაგალითია იმისა,
რისი მიღწევაა შესაძლებელი ყველაზე მიკრო დონეზე, რაც დადებითად მოქმედებს მთელს ეკონომიკაზე.
გასულ
კვირას EFSE-მ
$6 მლნ-ის ექვივალენტი სესხი ლარში TBC
Leasing-საც გამოუყო. მიზანი
კვლავ უცვლელია - მცირე და საშუალო საწარმოების კაპიტალური ხარჯების დაფინანსება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss