ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
სილქნეტს შემოსავლები ლარში გაეზარდა, დოლარში შეუმცირდა
მარიამ მინაძე
28 ოქტომბერი, 2021, 19:56
სილქნეტს შემოსავლები ლარში გაეზარდა, დოლარში შეუმცირდა

თბილისი (GBC) - სილქნეტის შემოსავლებლარში 1H21-ში 13 მლნ ლარიგაიზარდა 197.8 მლნ ლარამდე (+6.9% y.y), ხოლო შემოსავლებმა დოლარში $59.6 მლნ შეადგინა (-2.36%/y.y).

ზრდა ძირითადად განპირობებული იყო კომერციული შემოსავლების 5.2%-იანი წლიური ზრდით.

ამავე დროს, გაზრდილი შემოსავალი ძირითადად 2Q21-ში პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქების გამო, უკეთესი მუშაობის შედეგი იყო, რასაც თავის მხრივ დიდი გავლენა ჰქონდა მობილურ სერვისებზე.

იმავე პერიოდში EBITDA 4.5%-ით გაიზარდა (y.y), ხოლო EBITDA-ს მარჟა 1.2 პ.პ-ით (y.y).

გაუმჯობესებული EBITDA ძირითადად ორგანულმა ზრდამ განაპირობა, ხოლო შემცირებული მარჟა ლარის დოლართან მიმართებაში 10%-ით გაუფასურების, ასევე კომუნალური ხარჯების გაზრდის შედეგი იყო.

მთლიანი კომერციული შემოსავლების 52.5%, მობილური სერვისებიდან შემოსავალი საანგარიშო პერიოდში 7.1%-ით გაიზარდა (y.y).

მობილური სერვისების აბონენტების რაოდენობა 1H21-ში 2.59%-ით გაიზარდა (y.y) და 1.69 მლნ-ს მიაღწია.

მომსახურების სეგმენტის ARPU (თითო აბონენტიდან მიღებული საშუალო შემოსავალი) უფრო მაღალი ტემპით გაიზარდა და +7.3% შეადგინა.

ბაზრის წილების მცირე კლება დაფიქსირდა მობილურ, ფიქსირებულ ინტერნეტსა და ფასიანი ტელევიზიის კატეგორიებში 1H21-ში.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები