| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ფარმაცევტულ ბაზარზე (საცალო/სააფთიაქო/საბითუმო) ლიდერობას 580 მლნ -იანი ბრუნვით „გეფა“ ინარჩუნებს (+5%Y.Y). Georgia Capital-ის (GCAP) საცალო ფარმაციის ბიზნესმა 1H21-ში 29.6 მლნ ლარიანი მოგება აჩვენა (+44% Y.Y).
საცალო (სააფთიაქო) ბიზნესი (ჯიპისი, ფარმადეპო), რომელიც ეკუთვნის GHG– ს, ფარმაცევტული პროდუქტების უმსხვილესი საცალო და საბითუმო მოვაჭრეა საქართველოში, რომელსაც შემოსავლების მიხედვით ბაზრის 35% -იანი წილი უჭირავს.
ბიზნესი მოიცავს საცალო სააფთიაქო ქსელს და საბითუმო ბიზნესს, რომელიც ყიდის ფარმაცევტულ და სამედიცინო აღჭურვილობას საავადმყოფოებსა და სხვა აფთიაქებში. სააფთიაქო ქსელს აქვს სულ 333 აფთიაქი, აქედან 329 საქართველოშია და 4 სომხეთში. აქედან 30 აფთიაქი ბოლო 12 თვის განმავლობაში დაემატა.
ფარმაცევტული საქონლით საცალო ვაჭრობით დაკავებული ტოპ 5 საწარმო, 2021 წლის 6 თვის ბრუნვის მიხედვით | |
206271755 | შპს როქი |
202203123 | შპს პსპ ფარმა |
201991229 | სს გეფა |
204537858 | შპს ნეოფარმი + |
211386695 | შპს ავერსი-ფარმა |
ჯამური ბრუნვა | 949,6 მლნ |
202203123 | შპს პსპ ფარმა |
211386695 | შპს ავერსი-ფარმა |
204537858 | შპს ნეოფარმი + |
431168005 | შპს ნატალი |
201991229 | სს გეფა |
ჯამური ბრუნვა | 797,2 |
აქციონერთა სტრუქტურა
|
საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი |
67% |
|
ენრიკო ბერიძე |
28% |
|
მიხეილ აბრამიძე |
5% |
მიმდინარეობს ბერიძისგან და აბრამიძესგან აქციების გამოსყიდვის რამდენიმეწლიანი პროცესი. ჯანდაცვის ჯგუფის 100 %-ის მფლობელი Georgia Capital-ია (GCAP). GCAP-მა GPC 2016 წელს შეიძინა, ფარმადეპო კი 2017 წელს.
გეფას შემოსავალი გაყიდვებიდან, პანდემიურ 2020-ში 651 მლნ ლარი იყო (2019- 588 მლნ). რიგით მე-2 მსხვილი კომპანია პსპ ფარმაა, რომლის შემოსავალმა 2020-ში 635 მილიონი შეადგინა. 508 მლნ-ით, მე-3 "ავერსი ფარმაა", 27 წლიანი საქმიანობის გამოცდილებით.
როგორც იცით, ბაზარს კონკურენციის სააგენტო სწავლობს, შუალედური ანგარიში, რეკომენდაციებით, პრემიერს წინა კვირას წარუდგინა. 3 მსხვილი კომპანიის
(გეფა /ფარმადეპო, GPC/; PSP ფარმა; ავერსი ფარმა) საერთო წილი ბაზრის იმპორტის დონეზე
სტაბილურად მაღალია: 2016 წელი -
56.6%, 2017 წელი - 69%,3 2018 წელი - 70%, 2019 წელი - 68.8%, 2020 წელი - 67.5%.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss