ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
საქართველოში მობილური მავნე პროგრამების მომხმარებლებზე თავდასხმები მკვეთრად შესუსტდა
20 დეკემბერი, 2021, 15:52
საქართველოში მობილური მავნე პროგრამების მომხმარებლებზე  თავდასხმები მკვეთრად შესუსტდა

თბილისი (GBC) - 2021 წლის მესამე კვარტალში საქართველოში კიბერკრიმინალების ინტერესი მობილურის მომხმარებლების მიმართ მკვეთრად შესუსტდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამაზე მოწმობენ  „კასპერსკის ლაბორატორიის“  მონაცემები, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წლის ივლის-სექტემბერში, ასეთი მომხმარებლების მაჩვენებელმა შეადგინა 0,41%, მაშინ როცა   2020 წლის მესამე კვარტალში 1,40% იყო.

ამავდროულად, ორჯერ შემცირდა და  დავიდა  0,04%-ზე  მომხმარებელთა წილი, რომლებიც შეეჯახდნენ მობილურ  საბანკო ტროიანელებს,  2020 წლის მესამე კვარტალში 0,2%-ის სანაცვლოდ.

რაც შეეხება მობილური გამომძალველ ტროიანელებს,  თუ 2020 წლის ივლის-სექტემბერში მონაცემების დაშიფვრის მცდელობები გამოსასყიდის მოთხოვნით დაფიქსირდა ქართველი მომხმარებლების 0.02%-ზე, მაშინ ამ წლის მესამე კვარტალში ეს მაჩვენებელი ნულამდე დაეცა.

მობილური მავნე პროგრამებისგან ექსპერტების მიერ რეკომენდებული დამცავი ზომების ნაკრები მოიცავს აპლიკაციების ჩამოტვირთვას მხოლოდ სანდო წყაროებიდან და მესამე მხარის წყაროებიდან აპლიკაციების მოწყობილობის პარამეტრებში ინსტალაციის შესაძლებლობის გამორთვას, ასევე სისტემისა და აპლიკაციების მუდმივ განახლებას უახლეს ვერსიებზე. მიზანშეწონილი იქნება, თუ არ გადახვალთ საეჭვო ბმულებზე  და არ გახსნით  საეჭვო ფაილებს SMS-ში, ელფოსტაში, მყისიერ მესინჯერებში, სოციალურ ქსელებში და ბრაუზერებში. ასევე, მობილურის მომხმარებლებმა არ უნდა გადასცენ პერსონალური და საბანკო მონაცემები არავის ინტერნეტში, განსაკუთრებით მათ, ვინც ამას „მომგებიანი“ შეთავაზებების სანაცვლოდ  „ითხოვს“. გარდა ამისა,  ნებისმიერი ტროას და სხვა მავნე პროგრამისგან დასაცავად, თქვენ,  თქვენს მობილურ მოწყობილობაზე უნდა დააყენოთ საიმედო ანტივირუსი, რომელიც ხელს შეუშლის მათ ინსტალაციას და მავნე საიტებზე გადასვლას.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები