ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას უწევს
11 იანვარი, 2022, 12:45
ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას უწევს

თბილისი (GBC) - CNN-ის ცნობით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ „საიდუმლოდ“ დაამტკიცა უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გამოყოფა

 

CNN-ის ცნობით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ „საიდუმლოდ“ დაამტკიცა უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გამოყოფა. კერძოდ, აშშ გეგმავს, მიაწოდოს უკრაინას იარაღი და საბრძოლო მასალა, ასევე სამედიცინო აღჭურვილობა და რადიოლოკაციური დაზვერვის საშუალებები. სულ საუბარია 200 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარებაზე.

 

როგორც CNN წერს, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის დამატებითი დახმარების გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ დეკემბერში დაამტკიცა. ამასთან, კონგრესს ამის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ იანვარში მიაწოდეს.

 

აღსანიშნავია, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემა ბაიდენის ადმინისტრაციამ ჟენევაში რუსეთთან დაგეგმილ მოლაპარაკებამდე რამდენიმე კვირით ადრე გადაწყვიტა.

 

ამასთან, ბაიდენმა დეკემბრის ბოლოს ხელი მოაწერა აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისთვის 300 მილიონი დოლარის ოდენობით დახმარების გადაცემას ითვალისწინებს. (წყარო:საზმაუ)

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები