| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი
(GBC) -
Georgia Capital -ის (GCAP) განცხადებით,
ჯგუფის წყალმომრაგებისა და განახლებადი ენერგიის ბიზნესის საოპერაციო აქტივების მფლობელი,
Georgia
Global Utilities-ის (GGU)
65%-იან წილს (ანუ, წყალმომარაგების ბიზნესის - GWP-ის 80%-ს) ორეტაპიანი ტრანზაქციით
FCC Aqualia-ს
მიყიდის.
Aqualia-მ სს GCAP-ს გაყიდვის ოფცია მიანიჭა, განხორციელებადი 2025 ან 2026 წლებში, ხოლო სს GCAP-მა თავის მხრივ Aqualia-ს გამოხმობის ოფცია მიანიჭა, რომელიც
განხორციელებადია 2026 წელს გაყიდვის
ვადის გასვლის თარიღიდან და მას
შემდეგ რაც GCAP-ს 20%-იანი
წილი დარჩება წყალმომარაგების ბიზნესში, და ამ პერიოდიდან, 6 თვის შემდეგ იწურება.
Aqualia წამყვანი წყალმომარაგების კომპანიაა, რომელიც სერვისებს 1,000-ზე მეტ მუნიციპალიტეტში ახორციელებს
ესპანეთში, საფრანგეთში, პორტუგალიაში, იტალიაში, ჩეხეთში, კოლუმბიაში, მექსიკა და
საუდის არაბეთში.
ჯგუფის
განცხადებით, გასხვისება შეესაბამება GCAP-ის მთავარ განცხადებულ სტრატეგიულ მიზანს,
რაც მისი ერთ-ერთი მსხვილი პორტფელის კომპანიის ღირებულების რეალიზებას გულისხმობს
სავაჭრო გაყიდვის გზით, რათა წარმოაჩინოს ჯგუფის საინვესტიციო პორტფელის ღირებულება
და მიმზიდველობა.
პირველ
ეტაპზე Aqaualia
65%-ს შეიძენს. ხოლო, ჯამურად 80%-ში კი $180 მლნ-ს გადაიხდის. საერთო ჯამში,
2021 წლის 30 ივნისისთვის, ჯგუფის წყალმომარაგების ბიზნესი $225 მლნ-დაა შეფასებული.
ტრანზაქციის მეორე ეტაპი მოჰყვება GGU-ს მიერ გამოშვებული არსებული
ობლიგაციების დაგეგმილ გამოსყიდვას 2022 წლის ივლისში, რომელიც დაფინანსდება GGU-ში
მათი ინტერესების პროპორციულად Aqualia-სა და GCAP-ის მიერ.
ობლიგაციების გამოსყიდვის შემდეგ, GCAP დაიბრუნებს GGU-ს განახლებადი
ენერგიის აქტივების სრულ მფლობელობას და Aqualia-ს საკუთრება წყალმომარაგების ბიზნესში
80%-მდე გაიზრდება.
GCAP-ის
CEO, ირაკლი გილაური
იმედოვნებს, რომ დაადგენენ დამატებით მარკერებს არსებული საინვესტიციო პორტფელისთვისაც,
როგორიც წყალმომარაგების ბიზნესში მოხდა, როცა აქტივების გასხვისების ღირებულებამ საინვესტიციო
ღირებულებას მნიშვნელოვნად გადააჭარბა.
მისივე
თქმით, ჯგუფმა 1 წლის წინ გაცხადებული სტრატეგიის შედეგები მოიტანა, რაც ინვესტირებას, ზრდას და ქეშით მონეტიზებას და
გამოსვლას გულისხმობს.
ტრანზაქციას
GCAP-ის ბორდმა,
პირველ კვარტალში უნდა გადახედოს. აღნიშნული თანხიდან, 2022 წლის აგვისტოში მწვანე
ბონდების $250 მლნ-დან (7.75%-ში) $95.4 მლნ-ს განახლებადი ენერგიების პორციისთვის დაფარავს.
Aqaualia-მ
2020-ში 1.2 მლრდ ევროს შემოსავალი მიიღო.
წყალმომარაგების
ბიზნესში (GWP) კომპანია
მონოპოლისტია თბილისსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ის უზრუნველყოფს წყლისა
და წყალარინების მომსახურებას 1,4 მლნ საყოფაცხოვრებო მომხმარებელზე და დაახლოებით
37,000 იურიდიულ პირზე. აგრეთვე, ამუშავებს ჰიდროელექტროსადგურებს, რომელთა ჯამური
დადგმული სიმძლავრეა 149 მგვტ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss