ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
ელჩი - ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ღია კარის პოლიტიკა არ გადაიხედება
12 იანვარი, 2022, 11:09
ელჩი - ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ღია კარის პოლიტიკა არ გადაიხედება

თბილისი (GBC) - ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ღია კარის პოლიტიკა არ გადაიხედება, – ასე უპასუხა ნატო-ში აშშ-ის ელჩმა, ჯულიან სმიტმა საქართველოს პირველი არხის მიერ დასმულ კითხვას.

 

კითხვა შეეხებოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „რუსეთის სურვილია, მადრიდის სამიტზე მოისმინონ, რომ საქართველო და უკრაინა არასდროს გახდებიან ნატო-ს წევრები“.

 

როგორც ჯულიან სმიტმა აღნიშნა, ნატო-ს ღია კარის პოლიტიკაზე მოლაპარაკებები არ იქნება და დღევანდელი სახით შენარჩუნდება.

 

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტი იყო ღონისძიება, სადაც ალიანსმა ძალიან მტკიცედ განაცხადა ნატო-ს ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებით და კონკრეტულად საქართველოსა და უკრაინის მიმართულებით გაფართოებაზე. რადგან ეს ეხება ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის მომავალს, ნება მიბოძეთ, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკაზე მოლაპარაკებები არ იქნება და ის იმ სახით შენარჩუნდება, როგორც დღეს არის“, – განაცხადა სმიტმა.



მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები