ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
FLYONE Armenia შემოდის
1 თებერვალი, 2022, 13:13
 FLYONE Armenia  შემოდის

თბილისი (GBC) - დაბალბიუჯეტიანი სომხური ავიაკომპანია FLYONE Armenia საქართველოს მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყებას გეგმავს. ავიარეისები ერევანი - თბილისი - ერევნის საჰაერო ხაზზე კვირაში 3 სიხშირითყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ FLYONE Armenia- ფრენის განაცხადი მოთხოვნილ პერიოდზე (2022 წლის 31 იანვრიდან 26 მარტის ჩათვლით) სრულად დააკმაყოფილა, თუმცა ოპერირების დაწყების ზუსტი თარიღი ავიაკომპანიის მიერ მოგვიანებით გახდება ცნობილი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, FLYONE Armenia- ოპერირების ნებართვა 31 იანვარს მიენიჭა.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, გადამყვანი ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები