ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
სილქნეტმა $300 მლნ-ის ევრობონდები გამოუშვა
1 თებერვალი, 2022, 18:06
სილქნეტმა $300 მლნ-ის ევრობონდები გამოუშვა

თბილისი (GBC) - სატელეკომუნიკაციო ოპერატორი "სილქნეტი" $300 მლნ-ის 5-წლიანი ობლიგაციების წარმატებით გამოშვებაზე აცხადებს.

2019 წლის პირველ ემისიასთან შედარებით, ახალი ევრობონდები "სილქნეტმა" 100 მლნ შშ დოლარით მეტი მოცულობით გამოუშვა, ხოლო საპროცენტო განაკვეთი 11-დან 8.375%-მდე შემცირდა, რაც რეგიონის სხვა მსხვილი სატელეკომუნიკაციო კომპანიების, ვოდაფონ უკრაინასა და თურქ ტელეკომის მაჩვენებლების დონეზეა და სილქნეტის საინვესტიციო მიმზიდველობაზე მიუთითებს.

"სილქნეტის" ახალ ობლიგაციებში ინვესტირება განახორციელეს ამერიკისა და ევროპის მაღალი ხარისხის, ინსტიტუციურმა საინვესტიციო კომპანიებმა. ასევე, ობლიგაციები პირველად შევა JP Morgan-ის განვითარებადი ბაზრების CEMBI ინდექსში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მსოფლიო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა სილქნეტის რეიტინგის პროგნოზი გააუმჯობესა. 

"სილქნეტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი რამიშვილი ამბობს, რომ ობლიგაციების წარმატებული რეფინანსირება, საერთაშორისო ბაზრებზე სილქნეტისა და საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის კიდევ ერთი დასტურია. "მინდა მივულოცო სილქნეტის გუნდს, თითოეულ თანამშრომელს, ევრობონდების წარმატებული განთავსება. მოზიდული თანხებით კომპანია გააგრძელებს ქვეყანაში საუკეთესო სატელეკომუნიკაციო სერვისების დანერგვასა და განვითარებას,“ - განაცხადა გიორგი რამიშვილმა.

დავით მამულაიშვილი, სილქნეტის გენერალური დირექტორი: „მოხარული ვარ, რომ სილქნეტმა წარმატებით განახორციელა ახალი ობლიგაციების გამოშვება და კომპანიამ მოიზიდა დამატებითი ფინანსური რესურსი. 2019 წელს ევრობონდების პირველი ემისიის შემდეგ, სილქნეტმა მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა ქსელის მოდერნიზაციაში, საქართველოში ერთადერთმა დანერგა გიგაბიტ LTE – 4.9G მობილური ქსელი. ასევე, წარმატებით დავასრულეთ IT ტრანსფორმაციის 2-წლიანი პროცესი. ახალი ფინანსური რესურსი დაგვეხმარება გავაგრძელოთ კომპანიის განვითარება და ჩვენი აბონენტებისთვის კიდევ უფრო მეტი სიახლე და ინოვაცია დავნერგოთ.“

გამოშვებული ობლიგაციებიდან მოზიდული სახსრებით მოხდება არსებული ვალდებულებების რეფინანსირება და კომპანიის შემდგომი განვითარების დაფინანსება. ობლიგაციების ემისიის ბუქრანერები ერთობლივად იყვნენ JP Morgan და UBS, ასევე თანამმართველი იყო თიბისი კაპიტალი. Dentons სილქნეტის, ხოლო Latham & Watkins და BGI Legal – თანამმართველების იურიდიული მრჩევლები იყვნენ.

სილქნეტს მინიჭებული აქვს მუდის (Moody’s) B1/სტაბილური და ფიტჩის (Fitch) B/სტაბილური საკრედიტო რეიტინგები.

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის 2021 წლის სექტემბრის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით სილქნეტს ჰყავს:

  • დაახლოებით 72 მილიონი მობილური ქსელის აბონენტი
  • დაახლოებით 197,000 ფიქსირებული ქსელის აბონენტი
  • დაახლოებით 293,000 ფიქსირებული ინტერნეტის აბონენტი
  • დაახლოებით 226,000 მაუწყებლობის ტრანზიტის აბონენტი

(მაუწყებლობის ტრანზიტი არ მოიცავს მობილური სტრიმინგის აპლიკაციის მომხმარებლებს)

სილქნეტი კავკასიაში ერთ-ერთი წამყვანი საინვესტიციო ჯგუფის, სილქ როუდ ჯგუფის ნაწილია.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები