ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
Space Farms - ვერტიკალური ფერმა თბილისის ცენტრში
9 თებერვალი, 2022, 12:57
Space Farms - ვერტიკალური ფერმა თბილისის ცენტრში

თბილისი (GBC)- ვერტიკალური ფერმა Space Farms მდებარეობს უჩვეულო ადგილას - თბილისიც ცენტრში, კაფე Café Stamba-ში - წერს გამოცემა east.fruitt.com

ჰიდროპონიკის ტექნოლოგიის გამოყენებით, ის აწარმოებს მწვანილს, სალათებს, და საკვებ ყვავილებს, რომლებითაც ამარაგებს კაფეს, შესაბამისად, მანძილი ფერმიდან სამზარეულომდე 10 მეტრს არ აღემატება.

ვერტიკალური ფერმერობა, რომელიც არ საჭიროებს მიწის ნაკვეთს, აძლევს რესტორნებს შესაძლებლობას თავად მოიყვანონ თავისთვის საჭირო ახალთ-ახალი მწვანილი, სალათის ფურცლები, და კიდევ ბევრი სხვა პროდუქტები.

გაეროს სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის საინვესტიციო დეპარტამენტის ეკონომისტის ანდრი ერმაკის თქმით, ვერტიკალური ფერმა არის გამჭვირვალე სტელაჟი განათებით და სარწყავი სისტემით.

საქართველოში პროექტის იდეოლოგია ტუსია ღარიბაშვილი, რომელიც 5 წლის მანძილზე საქმიანობს ქალაქური ფერმერობის დარგში. ვერტიკალური სისტემა 2 კვ. მეტრს იკავებს, და ძალიან ცოტა - დღეში 10-15 კვტ. - ელექტროენერგიას მოიხმარს. ასევე უმნიშვნელოა წლის ხარჯი - 100 ლიტრი თვეში. ამ ზომის და პარამეტრების ვერტიკალურ ფერმაზე შესაძლებელია თვეში 25 კგ. მწვანილის და სალათის მოყვანა“ - წერს ერმაკი თავის ბლოგში.

მისი თქმით, ფერმა მთლიანად ავტომატიზებულია, და მის მომსახურებას ეყოფა 1 თანამშრომელი. „პროექტი გათვლილია რესტორნებზე და სასტუმროებზე, ასევე შესაძლებელია ვერტიკალური ფერმების გამოყენებას მსხვილი ქსელური სუპერმარკეტების მიერ. ამ დროისთვის ფერმის მოწყობა 15 000 დოლარი ღირს, ინვესტიციების ამოღება 5 წელიწადშია შესაძლებელი“ - წერს ერმაკი.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები