| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – საქართველოს ბანკისა
და
USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების
პროგრამის ერთობლივი პროექტი
კვლავ
გრძელდება.
პროექტის
მიზანს
მსუბუქი
მრეწველობის
მიმართულებით
ოპერირებადი
მცირე
და
საშუალო
ბიზნესის
მხარდაჭერა
წარმოადგენს.
უკვე
20-ზე მეტმა მონაწილე
კომპანიამ
მიიღო
დარგის
ექსპერტებისგან
ინდივიდუალური
კონსულტაციები
და
ტრენინგები.
მათ
შორისაა
კომპანია
“დიო“.
„დიო“
უკვე
26 წელია ქართულ სამშენებლო
ბაზარზე
ოპერირებს
და
მომხმარებელს
70-მდე დასახელების პროდუქციას
სთავაზობს,
მათ
შორის:
მეტალოპლასტმასისა და ალუმინის კარ-ფანჯარას,
სლაიდურ
სისტემებს
და
სხვა.
„დიო“
3 საწარმოო სივრცეს აერთიანებს
და
200-მდე ადამიანს ასაქმებს.
გარდა
წარმოებისა,
კომპანია
მომხმარებელს
საკონსულტაციო,
აზომვით
და
სამონტაჟო
სერვისებსაც
სთავაზობს.
„ამ
ეტაპზე,
ჩვენი
მიზანი
მომხმარებელთა
სექტორის
და
პროდუქციის
გაფართოებაა. ასევე, ვგეგმავთ
ექსპორტზე
გასვლას.
ამ
მიმართულებით
არც
თუ
ისე
დიდი
გამოცდილება
აქვს
ჩვენს
კომპანიას,
ამიტომ
საქართველოს
ბანკისა
და
USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების
პროგრამის
ერთობლივ
პროექტში
ჩართულობა
და
ექსპორტის
თემატიკაზე
მიღებული
კვალიფიციური
რჩევები
ძალიან
მნიშვნელოვანია“,
- ამბობს „დიოს“დამფუძნებელი
ირმა
დაუშვილი.
„კომპანია „დიო’
წლების
მანძილზე
მნიშვნელოვნად
იზრდება,
ავითარებს
პროდუქციას
და
დღეს
ბაზარზე
თანამედროვე
ტექნოლოგიებით
აღჭურვილი,
ერთ-ერთი
მოწინავე
ბიზნესია.
უახლოეს
მომავალში,
„დიოს“
პროდუქცია
მეზობელ
ქვეყნებშიც
იქნება
ხელმისაწვდომი“-
განაცხადა
ზურაბ
მასურაშვილმა,
საქართველოს
ბანკის
მცირე
და
საშუალო
ბიზნესის
მიმართულების
ხელმძღვანელმა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss