| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თანადაფინანსების საგრანტო კომპონენტებში დაფინანსების მაქსიმალური ოდენობები გაზარდა.
ერძოდ, თანადაფინანსების გრანტის ფარგლებში სტარტაპებისთვის ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ
150,000 ლარამდე თანდა მოითხოვონ (გამარჯვებული საპროექტო წინადადებიდ ღირებულების არაუმეტეს 90%).
აქამდე საგრანტო მაქსიმალური თანხა
100,000 ლარი იყო. აგრეთვე, ინოვაციების თანადაფინანსების გრანტი შესაძლებელია მიიღონ გამარჯვებული საპროექტო წინადადების ღირებულების არაუმეტეს 50%-ის ოდენობით, რაც შეადგენს არანაკლებ 250,000 ლარს და არაუმეტეს 750,000 ლარს. აქამდე მაქსიმალური საგრანტო თანხა
650,000 ლარი იყო.
შესაბამისი დადგენილება 22 თებერვლიდან ამოქმედდა. ცნობისთვის, 2018 - 2019 წლებში GITA-ს მიერ
100,000 ლარიანი გრანტით 135 სტარტაპი, ხოლო 650,000
ლარიანი გრანტით კი 2019 წელს 21 სტარტაპი დაფინანსდა.
650,000
ლარიანი გრნატების გაცემა სააგენტომ 2019 წლიდან დაიწყო და სულ 10-ჯერ გამოცხადდა. 100,000 ლარიანი გრანტი კი 2018 წლიდან გაიცემა, კონკურსი კი ამ პერიოდში 7-ჯერ გამოცხადდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss