| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – თავისთავად რუსული ნავთობის ექსპორტი აკრძალული არაა, თუმცა, SWIFT-ამისგან რუსეთის საბანკო სისტემის გათიშვის გამო, მოთხოვნა მკვეთრად შემცირდა.
ტრეიდერებს არ სურთ თავის თავზე ზედმეტი რისკების აღება - დასავლური ბანკები არ ემსახურებიან რუსულ ენერგოკომპანიებს, შესაბამისად, მყიდველებიც თავს იკავებენ.
რამდენიმე მსხვილმა ტრეიდერმა ევროპიდან, ინდოეთიდან, და ჩინეთიდან, ანგარიშსწორების მხრივ გაურკვევლობის გამო რუსულიო ნავთობის ყიდვა შეაჩერეს - მაგალითად, 28 თებერვალს «Сургутнефтегаз»-მა თავისი ნავთობი ვერ გაყიდა. გარდა ამისა, სასანქციო რისკების გამო ტანკერების მფლობელებმა მნიშვნელოვნად გაზარდეს ქირის ფასი რუსული კომპანიებისთვის, ზოგჯერ კი საერთოდ უარს ეუბნებიან ხომალდებთან წვდომაზე.
გართულდა დაზღვევაც - სადაზღვევო კომპანიები რუსული ნავთობკომპანიებისგან დამატებით პრემიას ითხოვენ ჭარბი რისკების გამო. გემთმფლობელებს გარისკვა არ სურთ, რადგანაც შესაძლებელია ისინი სანქციების ქვეშ მოხვდნენ, ან რუსულ პორტებში გაიჭედონ.
საბოლოო ჯამში, ყველა ეს სირთულე რუსულ ნავთობს ან ზედმეტად „ტოქსიკურს“ ან მეტის მეტად ძვირს ხდის, რაც რუსული ნავთობის ექსპორტზე ნეგატიურად აისახება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss