ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ვალუტა და ფასიანი ქაღალდები << უკან
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ეროვნული ვალუტის მკვეთრ გაუფასურებას ეხმაურება
7 მარტი, 2022, 14:50
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ეროვნული ვალუტის მკვეთრ გაუფასურებას ეხმაურება

თბილისი (GBC)  - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ეროვნული ვალუტის მკვეთრ გაუფასურებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ასოციაცია მუდმივად აკვირდება სავალუტო ბაზარზე არსებულ კონიუნქტურას ვინაიდან, როგორც მრავალჯერ  აღგვინიშნავს, ასოციაციის წევრების აბსოლუტური უმრავლესობის ფინანსური მდგრადობა პირდაპირ არის დამოკიდებული ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობაზე.

 ამასთან, საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ვაცნობიერებთ იმ ურთულეს მდგომარეობას, რომელიც ჩვენს რეგიონში შეიქმნა რუსეთის ფედერაციის უკრაინაში შეჭრისა და ბრუტალური ომის დაწყების გამო.

ცხადია, უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების გაცვლითი კურსების ვარდნა, დაწესებული სანქციები, ექსპორტის სავარაუდო შემცირება თუ სხვა, მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს ლარისთვის. თუმცა, არსებულის ფონზე, ასევე ადგილი აქვს .. ნეგატიურ მოლოდინებს, რომელიც, კიდევ მეტად აძლიერებენ დღეს არსებულ შოკებს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ბაზრის მონაწილეთა დამშვიდება, რაც არსებულ ვითარებაში შიდა სავალუტო ბაზარზე მხოლოდ უცხოური ვალუტის საკმარისი ოდენობის დროული მიწოდებით შეიძლება განხორციელდეს.

 აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ეროვნულმა ბანკმა უნდა იმოქმედოს გონივრულად და მართებულად და აქტიურად ჩაერიოს სავალუტო ბაზარზე: ქვეყნის ცენტრალური ბანკი ვალდებულია  გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი და მაქსიმალურად აგვარიდოს თავიდან ლარის გაუფასურება, რაც ისედაც ესოდენ რთულ ვითარებაში  კიდევ უფრო მძიმე ტვირთად დააწვება მომხმარებლებს, კომპანიებსა და მთლიანობაში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები