| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - Georgia Capital PLC-ის (GCAP) დირექტორთა საბჭომ
კომპანიის აქციების გამოსყიდვისა და გაუქმების პროგრამის გაფართოვება დაამტკიცა.
პროგრამა,
რომელიც GCAP-მა
გასული წლის 10 აგვისტოს დამტკიცდა, ჯერ $10 მლნ-ის აქციების გამოსყიდვას და გაუქმებას
ითვალისწინებდა, რომელიც გასულ წელსვე $15 მლნ-მდე გაიზარდა, ხოლო ახლა კი აღნიშნულ
თანხას დამატებით $5 მლნ დაემატა.
საერთო
ჯამში მიმდინარე წლის 10 აგვისტომდე კაპიტალის შესამცირებლად $20 მლნ-ის აქციების გამოსყიდვას
და გაუქმებას გეგმავს.
პროგრამის
გაშვებიდან 9 მარტის მდგომარეობით, GCAP-ს 1,462,897 აქცია აქვს გამოსყიდული, ჯამური
ღირებულებით $ 12,523,816. აქედან კი 1,372,330 ცალი აქცია გაუქმებულია.
2021
წლის AGM-ზე განსაზღვულია,
რომ კომპანიას მაქსიმუმ 7,180,777
აქციის გამოსყიდვა შეუძლია.
ცნობისთვის, დღეს GCAP-ის აქციები £5.36-ზე ივაჭრება. ფასი უკრაინა - რუსეთის ომის დაწყებამდე მზარდ ტრენდს ინარჩუნებდა (<£7), თუმცა ომის დაწყების შემდეგ ლონდონის საფონდო ბირჟზე დალისტული ყველა ქართული კომპანიის აქციებზე ფასები დაეცა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss