| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - კოლექტიური დასავლეთი ცდილობს რუსეთის განადგურებას, თავისი მიზნისთვის, - ოკუპანტი რუსეთის
პრეზიდენტმა მთავრობის სხდომაზე
განაცხადა, რომ რუსეთი სუვერენიტეტისთვის იბრძვის და ბრძოლას არ შეწყვეტს.
პუტინმა აღნიშნა, რომ ქვეყანა მძიმე მდგომარეობაშია. პირველი ტალღა საბანკო სექტორს დაატყდა მაგრა გაუმკლავდა, 24/7 რეჟიმში მუშაობით. მან ცენტრალურ ბანკს მადლობა გადაუხადა. ასევე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა სავაჭრო- მომსახურების სექტორი თუმცა მასშტაბური დეფიციტის დაძლევა მოხერხდა.
პუტინი რუსეთის გადარჩენას
იზოლაციაში საკუთარი რესურსებით აპირებს - ტექნოლოგიური და სამეცნიერო
სუვერენიტეტის გაძლიერებით. პუტინმა სოციალური შემწეობების, პენსიის და ხელფასების
გაზრდა დაანონსა. ამასთან თქვა, რომ მდგომარეობა არ იქნება მარტივი. გაიზრდება
ინფლაცია და უმუშევრობა.
რუსეთის პრეზიდენტმა შემდეგი ნაბიჯებიც დაანონსა: საწარმოებმა მომსახურების საფასური მალე რომ მიიღონ, სახელმწიფო ავანსერების ინსტრუმენტებს აამოქმედებს. ასევე მიმართა ექსპორტირებს გაზარდონ მოცულობები შიდა ბაზარზე, რომ ფასები შემცირდეს, მათ შორის საწვავზე. "ყველა ფედერალური და რეგიონული პროექტი უნდა გაგრძელდეს სრული მასშტაბით, არ იქნება ფედერალური ბიუჯეტიდან დაფინანსების პრობლემა. ჩვენი ეკონომიკა საკმარისს გამოიმუშავებს", - პუტინის განცხადებით, არ იქნება საჭირო რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ ფულის დაბეჭდვის საჭიროება.
ოკუპანტის თქმით, დასავლეთმა ყველა ნიღაბი ჩამოიხსნა. ის გმობს რუსეთისადმი ევროპის და აშშ-ს დამოკიდებულებას. " რუს ბავშვებს ყრიან სკოლიდან, დასაქმებულებს სამსახურებიდან". როცა თავად ბავშვებს ხოცავს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss