| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - შიდასამთავრობო კონვერტაციებით სებ-ის წმინდა სავალუტო გაყიდვებმა თებერვალში 58.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. Bmatch-ზე წმინდა შესყიდვებმა $ 11.5 მლნ შეადგინა შედეგად, წმინდა უცხოური აქტივები დაახლოებით 47.2 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. ეროვნულს საანგარიშო თვეში სავალუტო ინტერვენციები არ განუხორციელებია. მარტში ბაზარს $40 მლნ-მდე მიაწოდა (კურსი $1/ ₾3.4).
სებ-ის
თვის მიმოხილვით, მთავრობის დეპოზიტებზე
სახსრები 53.5 მლნ ლარით შემცირდა, 971 მლნ ლარამდე. განთავსდა და დაიფარა 20.0 მლნ ლარის სადეპოზიტო
სერთიფიკატები. რეფინანსირების სესხები 90 მლნ ლარით შემცირდა, 1,560 მლრდ -მდე .
ერთთვიანი
სესხის მოცულობა უცვლელია - ₾ 400 მლ, ერთდღიანი სესხი 238 მლნ ლარით გაიზარდა. მცირე
და საშუალო ბიზნესის ლიკვიდობის მხარდამჭერი სესხის ნაშთი 17.8 მლნ ლარით, 572 მლნ
ლარამდე შემცირდა.
ბანკების წმინდა დავალიანება, 130.2 მლნ ლარით, 2,8 მლრდ ლარამდე გაიზარდა. ნაღდი ფული მიმოქცევაში - 53.7 მლნ ლარით, ხოლო საქართველოს ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკების ეროვნული ვალუტით განთავსებულ საკორესპონდენტო ანგარიშებზე ნაშთები - 1.2 მლნ ლარით შემცირდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss