| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, „ჯეო ჰოსპიტალსის“ მიერ „ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკურის“ 100%-იანი წილის შეძენაზე თანხმობა გასცა.
„მოსალოდნელი კონცენტრაცია (გაერთიანება/შერწყმა) კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია. შესაბამისი ბაზარი დაბალკონცენტრირებულია და არსებით ცვლილებას ადგილი არ აქვს“, - აცხადებენ სააგენტოში.
ამასთან, სააგენტოს მოანცემით, ბაზარზე მოქმედი 58 ეკონომიკური აგენტისგან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, გამოიკვეთა რომ სტაციონარულ დონეზე - ბაზრის მოცულობა შეადგენს 1 126 838 216 ლარს, ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი (HHI) არის - 413, რაც დაბალკონცენტრირებულ ბაზარს ნიშნავს.
ამბულატორიულ დონეზე - ბაზრის მოცულობა შეადგენს 427 251 439 ლარს. HHI - ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი არის - 646, რაც ასევე დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. შესაბამისად, ორი კომპანიის გაერთიანების შედეგად სტაციონარულ და ამბულატორიულ დონეზე ბაზარი უმნიშვნელოდ იზრდება.
სტაციონარული დონეზე დღეს ყველაზე მსხვილ ეკონომიკური აგენტს საქართველოში „ევექსის ჰოსპიტლები“ წარმოადგენს, ხოლო ამბულატორიულ დონეზე ყველაზე მსხვილ ეკონომიკურ აგენტად „ავერსის კლინიკა“ ფიქსირდება.
„კონკურენციის კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოში შეთანხმებას ექვემდებარება გაერთიანება, თუ ორი კომპანიის ერთობლივი ბრუნვა 20 მლნ ლარს აღემატება და თითოეულის არანკლებ 5 მლნ. ლარია. სააგენტოს გვერდის ავლით გაერთიანება გულისხმობს 5%-მდე საჯარიმო სანქციას შემსყიდველის მიმართ. კონცენტრაციის საფასური 5000 ლარს შეადგენს“ - განმარტავენ კონკურენციის სააგენტოში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss