| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - TAV Georgia-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი სამიმოსვლო
ბილიკის
მშენებლობა
დაასრულა.
შედეგად,
თბილისის
აეროპორტს
აქვს
დამატებითი
სამიმოსვლო
ბილიკი
(Golf) და
მოსაბრუნებელი
მოედანი,
რაც
მკვეთრად
ზრდის
ასაფრენ-დასაფრენი
ზოლის
გამტარუნარიანობას
და
უმნიშვნელოვანესი
პროექტია
მსხვილი ავიაგადამზიდებისთვის, რომლებიც დიდი ზომის საჰაერო ხომალდებით ოპერირებენ.
აღნიშნული პროექტი მოიცავდა მაღალი სიმტკიცის ხელოვნური საფარის მოწყობას 26 000 კვ.მ ფართობზე. ჯამში თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ექვსი სამიმოსვლო/სამანევრო
ბილიკი
აქვს.
აღნიშნულ
პროექტში
TAV Georgia-მ
$2.5 მლნ-ის ინვესტიცია
განახორციელა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების
შედეგად,
ქვეყნის
მთავარი
აეროპორტი
შეძლებს,
მეტ
ავიაკომპანიას
მოემსახუროს
შესაძლებლობა
ექნება,
რომლებიც
დიდი
ზომის
საჰაერო
ხომალდებით
ოპერირებენ.
აეროპორტში ამოქმედდა დამატებითი სამიმოსვლო ბილიკი და მოსაბრუნებელი მოედანი, აგრეთვე თანამედროვე შუქ-სასიგნალო სისტემა, რომელიც აუცილებელია აეროპორტის და მისი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრულყოფილი და გამართული ფუნქციონირებისთვის. პროექტის
თანახმად,
მნიშვნელოვნად
გაიზარდა
ასაფრენ-დასაფრენი
ზოლის
გამტარუნარიანობა
და
უსაფრთხოება.
ჯამში,
აეროპორტს
ექვსი
სამიმოსვლო/სამანევრო
ბილიკი
აქვს.
აღნიშნული სარეკონსტრუქციო სამუშაოები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციამ"
და
აეროპორტის
მმართველმა
კომპანიამ
„ტავ
ჯორჯიამ"
უზრუნველყვეს.
თავის ხმრივ, ახალი სამიმოსვლო ბილიკის ვიზუალური სანავიგაციო საშუალებით აღჭურვაში საქაერონავიგაციამ 3.76 მლნ ლარის
ინვესტიცია
განახორციელა.
სამიმოსვლო
ბილიკის
შუქ-სასიგნალო
სისტემის
გაფართოების
პროექტი
ფრანგულმა
კომპანიამ
„ADPI" შეასრულა. ახალი, თანამედროვე სისტემის ნაწილების მოწოდება და სამონტაჟო სამუშაოები იტალიური კომპანია „OCEM"-მა განახორციელა.
ახალ სამიმოსვლო ბილიკ „G"- გოლფზე დამონტაჟდა თანამედროვე LED ტიპის ახალი ტექნოლოგიის
იტალიური
წარმოების
სანათები.
ქალაქ
თბილისის
საერთაშორისო
აეროპორტის
სამიმოსვლო
ბილიკ
„GOLF" შუქტექნიკური
სისტემა
სრულ
შესაბამისობაშია
ICAO-ს
საერთაშორისო
სტანდარტებთან
და
აკმაყოფილებს
ადგილობრივ
და
საერთაშორისო
მოთხოვნებს.
პროექტში
TAV Georgia 2,5 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss