ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
თეგეტა ჰოლდინგი გაეროს საგზაო უსაფრთხოების გლობალური კვირეულის მხარდამჭერია
16 მაისი, 2022, 20:04
თეგეტა ჰოლდინგი გაეროს საგზაო უსაფრთხოების გლობალური კვირეულის მხარდამჭერია

თბილისი (GBC) - „თეგეტა ჰოლდინგიუერთდება გლობალურ წამოწყებას, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევების შესამცირებლად ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. კომპანია საგზაო უსაფრთხოების კვირეულის მხარდამჭერია.

#იმოქმედე, #ქუჩები სიცოცხლისთვის, #შეანელე - ამ მოწოდებებით წლევანდელი აქტივობები 16-22 მაისის ჩათვლით დაიგეგმა. კვირეული, გაეროს მუდმივ წარმომადგენლობასთან ერთად, ორგანიზაციასაქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვისორგანიზებით ტარდება.

გაეროს საგზაო უსაფრთხოების მოქმედების დეკადა 2021-2030-ის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა და დაზიანებულთა რიცხვის 50%-ით შემცირება. ამ მიზნის მისაღწევად კი მოქმედებაა საჭირო და, სხვადასხვა ღონისძიების გატარებასთან ერთად, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

ეკა ლალიაშვილი, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის თავმჯდომარე:

სიჩქარის გადაჭარბება ავტოავარიების გამომწვევი წამყვანი ფაქტორია, რომელსაც ასეულობით ადამიანი ეწირება წლის განმავლობაში საქართველოში. ქალაქის გზებზე, სადაც შერეული მოძრაობაა და ქვეითი, ველოსიპედისტი, ავტომობილი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ერთდროულად გადაადგილდება, სადაც დასახლებული პუნქტია და სკოლა მდებარეობს, აუცილებელია სიჩქარის დაბალი ლიმიტების არსებობა და მათი თანმიმდევრულად ადმინისტრირება. გასათვალისწინებელია, რომ მძღოლობა დიდი პასუხისმგებლობაა და დაუდევარი ქცევით შესაძლოა, მან გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს სხვასაც და საკუთარ თავსაც“.

გლობალურ კვირეულში, რომელშიც მსოფლიოს 190-ზე მეტი ქვეყანაა ჩართული, „თეგეტა ჰოლდინგი“, თავის შვილობილ კომპანიავოლვო ქარ საქართველოსთანერთად, სხვადასხვა აქტივობით უერთდება.

ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგისსტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი:

უსაფრთხოების კვირეულის მხარდაჭერათეგეტასათვისგანსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენი კომპანიის საქმიანობის პროცესში უსაფრთხოებას გამორჩეული როლი აქვს. ზრუნვა მომხმარებელზე და მაღალი ხარისხის ავტომომსახურება პირდაპირ კავშირშია ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებასთან. ეს პასუხისმგებლობათეგეტამ“ 26 წლის წინ აიღო და ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია დღემდე ამ პრინციპების ერთგულია. ვფიქრობთ, კვირეულში ჩართულობით შევძლებთ, სულ უფრო მეტ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა და ხელი შევუწყოთ ცნობიერების ამაღლებას, რომ საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვითა და ზრუნვით მეტი სიცოცხლის გადარჩენა შევძლოთ“.

საგზაო უსაფრთხოების სფეროში არსებულ ხედვებზე, გამოწვევებსა და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრებენ კონფერენციაზე, რომელიც კვირეულის მთავარი ღონისძიებაა და 18 მაისს, 12 საათზერედისონ ბლუ ივერიაშიგაიმართება.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ გაეროს მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი დავოლვო ქარ კავკასიისდირექტორი გაგა კოხრეიძე.

შეხვედრის პარალელურად, „ვოლვო ქარ საქართველოსინიციატივით ფოტოგამოფენა მოეწყობა. ექსპოზიცია კონკრეტული ავარიების შესახებ მოგვიყვება, რა დროსაც ვოლვოს ბრენდის ავტომობილებში მძღოლების სიცოცხლე უსაფრთხოების ღვედმა გადაარჩინა.

გაგა კოხრეიძე, „ვოლვო ქარ კავკასიისდირექტორი: „როდესაც ვსაუბრობთ ვოლვოზე, ეს ნიშნავს, რომ მეტ უსაფრთხოებასა და დაცულობას ვგულისხმობთ. ჩვენი ბრენდის მიზანი დაარსების დღიდან არის ზრუნვა უსაფრთხოებასა და ხარისხზე. სიამოვნებით ვერთვებით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კვირეულში, რადგან ჩვენთვის, როგორცვოლვოსექსკლუზიური  იმპორტიორებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია საგზაო უსაფრთხოება და ამ მიმართულებით მომხმარებლის, თანამოქალაქეების ინფორმირება. ვოლვოს უკავშირდება სამწერტილოვანი ღვედისა და მოძრაობის საპირისპირო მიმართულების საბავშვო სავარძლის შექმნა, რაც დღემდე მილიონობით სიცოცხლეს იცავს. ამასთანავე, შვედური ბრენდი აქტიურად ზრუნავს გარემოზე და თავისი ეკომეგობრული ავტომობილებით გამონაბოლქვის შემცირებას უწყობს ხელს.  „ვოლვო ქარ კავკასიაფეხდაფეხ მიჰყვება ბრენდის კონცეფციას. სწორედ ამ საკითხებზე ვისაუბრებთ კონფერენციაზე, რომელიც კვირეულის ფარგლებში იგეგმება.

კონფერენციაზე, ოფიციალური მიმართვების შემდეგ ვიდეორგოლის ჩვენება გაიმართება, რომელშიც ავტოსაგზაო შემთხვევების დროს დაზარალებულები თავიანთი გამოცდილების შესახებ ჰყვებიან. ღონისძიებაზე შეკრებილები, ვიდეოს საშუალებით, შარტავას ქუჩაზე ავარიის დროს დაშვებული 8 წლის მოზარდის თანაკლასელების მიმართვასაც მოისმენენ. კონფერენციის შემდეგ დათის მეგობრების ნახატების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა.

უშუალოდ შემთხვევის ადგილზე კი, შარტავას ქუჩაზე, 19 მაისს, სიმბოლურად აქცია გაიმართება. ორგანიზატორები, მოძრაობის წესების დაცვის აუცილებლობის შესახებ მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შეახსენებენ

კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრით დაიწყო. 16 მაისსალიანსი უსაფრთხო გზებისთვისთავმჯდომარემ ბავშვებთან საგზაო მოძრაობის წესებსა და უსაფრთხო გადაადგილებაზე ისაუბრა. დაწყებითი კლასის მოსწავლეებისათვის ჩატარდა სახალისო ვიქტორინა. 3 გამარჯვებულსთეგეტა ჰოლდინგისმიერ დაწესებული თემატური საჩუქრები გადაეცა

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები