| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - 2021 წელს მობილური ინტერნეტ ტრაფიკი რეკორდულად მზარდი იყო. აბონენტებმა, წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 65%-ით მეტი - 311 პეტაბაიტამდე მობილური ინტერნეტი მოიხმარეს.
2017 წლიდან 2021 წლის ბოლომდე მოხმარებული ინტერნეტ ტრაფიკის საშუალო წლიური ზრდა 43%-ს შეადგენს. რაც კომისიის ანგარიშით, განპირობებულია როგორც მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა, ისე ბაზარზე ახალი თაობის ინტერნეტის მხარდაჭერის მქონე ტელეფონების რაოდენობის ზრდით.
ამ ტენდენციას ხელს უწყობს 4G ქსელის განვითარება, რასაც პანდემიით გამოწვეული ინტერნეტზე გაზრდილი მოთხოვნა დაემატა.
2021 წელს მობილური ინტერნეტის საშუალო ყოველთვიური მოხმარება ერთ აბონენტზე 9,5 გბ-ს შეადგენდა, რაც 107%-ითაა გაზრდილი (y.y). 4Q21-ის მონაცემებით, ყველაზე დიდი მოცულობის ინტერნეტ ტრაფიკი ერთ აბონენტზე - 14,8 გბ-ს ოდენობით „მაგთიკომის“ აბონენტებმა მოიხმარეს, რაც მთლიანი ინტერნეტ ტრაფიკის 53% -ს შეადგენს. „სილქნეტის“ აბონენტები ყოველთვიურად - 7,7 გბ ინტერნეტს მოიხმარენ, ხოლო „ვიონი საქართველოს“ აბონენტები - 5,6 გბ-ს იყენებენ.
|
წელი |
შემოსავალი (მლნ. ლარი) |
ტრაფიკი (პეტაბაიტი) |
თვეში 1 აბონენტის მიერ
საშუალო მოხმარება / გბ |
|
2019 |
186 |
86 |
3.4 |
|
2020 |
200 |
188 |
7 |
|
2021 |
258 |
311 |
9.5 |
|
კომპანია |
წილი მობილურ მობილური ინტერნეტ ტრაფიკში |
მობილური ინტერნეტის საშუალო მოხმარება ერთ აბონენტზე |
|
მაგთიკომი |
53% |
14.8 |
|
სილქნეტი |
29% |
7.7 |
|
ვიონი საქართველო |
18% |
5.6 |
შეგახსენებთ, ინტერნეტ
მომსახურებით
მობილური
ქსელის
უკვე
3.75 მლნ
აბონენტი
სარგებლობს,
ზრდა - 15% (y.y).
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss