ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
სახელმწიფო „ბორჯომის“ აქციონერი ხდება
6 ივნისი, 2022, 16:30
სახელმწიფო „ბორჯომის“ აქციონერი ხდება

თბილისი (GBC) - სახელმწიფო „ბორჯომის“ აქციონერი ხდება. შესაბამის საკითხზე მსჯელობა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე გაიმართა. პრემიერის თქმით, არსებობს გარკვეული სირთულეები, მათ შორის დასაქმებულების პროტესტი.

„დღეს დილით მქონდა საუბარი ბატონ ზურაბ აზარაშვილთან, მისი დავალებით უკვე ჩართულია შრომის ინსპექცია. მინდა, ვუთხრა ყველას, რომ ჩვენი არც ერთი მოქალაქე არ დაიჩაგრება და ყველას სამართლიანად მოვეპყრობით, ყველაფერი მოგვარდება ისე, როგორც არის საჭირო", - აღნიშნა პრემიერმა.

ბორჯომმა მუშაობა აპრილის ბოლოს შეაჩერა. კომპანიის უმსხვილესი აქციონერი რუსი სანქცირებული ოლიგარქი - მიხაილ ფრიდმანია. კომპანია ქართულ მხარეს წილს უსასყიდლოდ სტავაზობს - კონკრეტულად რა მოცულობის წილზეა საუბარი უცნობია. ამასთან, ჯანდაცვის სამინისტრომ მედიატორი დანიშნა, რომელიც „IDS ბორჯომი საქართველოში“ შექმნილი ვითარების დასტაბილურების მიზნით, პროცესებში ჩაერთვება. როგორც უწყებაში განმარტავენ, შრომის ინსპექციის სამსახურისა და ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით დანიშნული მედიატორის ჩართულობით, შეხვედრები გაიმართება კომპანიაში დასაქმებულებთან და დამსაქმებლებთან, რათა მხარეებს შორის შედგეს შეთანხმება, მათი ინტერესები იყოს გათვალისწინებული და აღდგეს მინერალური წყლის ჩამომსხმელი ქარხნების სრულფასოვანი ფუნქციონირება. 


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები