ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ვალუტა და ფასიანი ქაღალდები << უკან
Goldman: ნავთობი შესაძლოა $140–მდე გაძვირდეს
7 ივნისი, 2022, 15:32
Goldman: ნავთობი შესაძლოა $140–მდე გაძვირდეს

თბილისი (GBC) - ბანკის Goldman Sachs ანალიტიკოსები Brent-ის მარკის ნავთობის $140–მდე გაძვირებას მოელიან უკვე მესამე კვარტალში, წერს სააგენტო Bloomberg. ბანკის პროგნოზებით, მომდევნო 12 თვის განმავლობაში ბარელი ამ ნავთობის ფასი საშუალოდ $135 იქნება. ახალი პროგნოზის მაჩვენებელი $10–ით აღემატება წინა ანგარიშის მაჩვენებელს.

7 ივნისის ვაჭრობაზე Brent-ის მარკის ნავთობის აგვისტოს ფიუჩერსების ფასი 0,5%–ით გაიზარდა $120–მდე ბარელზე. ხოლო ამერიკული მსუბუქი ნავთობი WTIნიუ–იორკის სასაქონლო ბირჟაზე 0,6%–ით გაძვირდა $119,2–მდე ბარელზე.

ნავთობის გაძვირება კორონავირუსის პანდემიის შემდეგ საწვავზე მოთხოვნის ზრდამ და გლობალურ მიწოდებაში შეფერხებებმა განაპირობა. ზოგიერთი ქვეყანა იძულებული გახდა, ნავთობპროდუქტების სტრატეგიული მარაგები გაეხსნა, რათა მომხმარებლებს საწვავი არ გაძვირებოდათ. მიუხედავად ამისა, ნედლეულის ფასი იზრდება. მიმდინარე წელს ნავთობი დაახლოებით ერთნახევარჯერ გაძვირდა.

Goldman Sachs–ის ანალიტიკოსების აზრით, მომავალ წელს ნავთობის ბაზარზე ბალანსის აღსადგენად საჭიროა ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელების ხარჯზე მოთხოვნის შემცირება და OPEC-ის წევრი ქვეყნების, მათ შორის საუდის არაბეთისა და ირანის მიერ მიერ მოპოვების ზრდა.

ბანკის მონაცემებით, ნავთობის მსოფლიო მარაგები მოსალოდნელზე 75 მლნ ბარელით ნაკლებია. რუსეთში ნავთობმოპოვება მოსალოდნელზე ნაკლებად დაეცა, თუმცა, ანალიტიკოსები ირწმუნებიან, რომ წარმოება ამ ქვეყანაში მომავალშიც დავარდება. ამასთან, ჩინეთში ეკონომიკის აღდგენა ბაზარზე ნავთობის დეფიციტს გაამწვავებს და ის დღე–ღამეში 400 000 ბარელს მიაღწევს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები