ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
იაფი ევროს და დოლარის ეპოქა სრულდება- ნადარაია
გიგა თვაური
10 ივნისი, 2022, 17:35
იაფი ევროს და დოლარის ეპოქა სრულდება- ნადარაია

თბილისი (GBC) - ლაგარდის გადაწყვეტილებას ნადარაია აფასებს.  თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი აღნიშნავს, რომ ევროს და დოლარის ეპოქა ნელნელა სრულდება - ბაზრებზე მოვლენები საბაზო სცენარით ვითარდება. 


როგორც იცით, ევროპის ცენტრალური ბანკი (ECB) რეფინანასირების განაკვეთს 0.25%-ით ზრდის და პრეზიდენტ ქრისტინ ლაგარდის განცხადებით, წლის ბოლოსკენაც აიწევს.


ოთარ ნადარაიას  ინფორმაციით, ამასთან, ეკონომიკის ზრდის შენელების წინასწარი ინდიკატორები აღინიშნება აფრიკასა და ევროპაშო. იმედია წლის განმავლობაში უკრაინაში საომარი მოქმედებები დასრულდება, რაც მომავალ წელს ინფლაციას ასევე მნიშვნელოვნად შეამცირებს. ზრდის შენელებისა და ნაკლები ინფლაციის პირობებში, არ არის გამორიცხული, დოლარსა და ევროში პროცენტები უფრო ნელი ტემპით აიწიოს, ვიდრე სადღეისოდ არსებული მოლოდინებია. თუმცა, ზრდას ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ველოდეთ.   


ნადარაიას მოლოდინით, ჩვენთან დოლარიც და ევროც გაძვირდება, მაგრამ შედარებით ნაკლებად, ვიდრე საერთაშორისო ბაზრებზე. ამის მიზეზი, ადგილობრივ უცხოური ვალუტის დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთების უფრო ნაკლები გაზრდის მოლოდინია. თუმცა, ის სახსრები, რაც საერთაშორისო ბაზრებიდანაა მოზიდული, პროპორციულად გაძვირდება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ დოლარში და ევროში საპროცენტო განაკვეთების აწევა თავისთავად არ ნიშნავს ლარის კურსის დასუსტებას.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები