| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC)
- „გრინ ენერჯი“
უახლოეს მომავალში 1.1 მგვტ
დადგმული სიმძლავრის მზის ელექტროსადგურს ექსპლუატაციაში
მიიღებს.
სადგურს კომპანია კასპში აშენებს. 2000-მდე მზის პანელი,
რომელიც 1.6 ჰა-ზეა დამონტაჟებული, წლიურად 1 400 000 კვტ.სთ
ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. პანელების ნაწილის
დამონტაჟება უკვე დასრულებულია და სადგური ამჟამად 500 კვტ სიმძლავრის დატვირთვით ოპერირებს. პროექტის
ღირებულება $610 000-ია.
გამომუშავებული განახლებადი ელექტროენერგიით
პლასტიკის და ენერგოეფექტური კერამიკული აგურის საწარმოები მარაგდება.
„გრინ ენერჯი“
კერძო და ინდუსტრიული მზის ელექტროსადგურების პროექტირებას და მშენებლობას 2017
წლიდან ეწევა. კომპანიას საქართველოში 5 მეგავატამდე დადგმული სიმძლავრის
კომერციული და საყოფაცხოვრებო მზის ელექტროსადგურები აქვს დამონტაჟებული. „გრინ
ენერჯი“ აზერბაიჯანშიც საქმიანობს, სადაც 25 მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრის მზის სადგურები აქვს
აშენებული.
„გვსურს ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქვეყანაში “მწვანე ეკონომიკის” განვითარებაში და მაქსიმალურად
დავიცვათ ჩვენი ბუნებრივი გარემო“ - აცხადებს დავით შვანგირაძე, კომპანიის
დამფუძლებელი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss