ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
BOGG-ის მხარდაჭერით ბათუმში King Solomon Hotel Batumi გაიხსნა
20 ივნისი, 2022, 20:38
BOGG-ის მხარდაჭერით ბათუმში King Solomon Hotel Batumi გაიხსნა

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით ბათუმში, პირველი კოშერული სასტუმრო გაიხსნა. სასტუმრო King Solomon Batumi 74 ნომრისგან შედგება. ის განთავსებულია  4,940 კვ.მ- ზე და მოიცავს ქაშერ რესტორანს, რომელიც ერთ ერთი უნიკალურია რეგინოში, საერთო ლაუნჯს, ბარს და კერძო პარკინგს.

„მოხარული ვართ რომ ბათუმში, პირველი კოშერული სასტუმროს გახსნაში პარტნიორად ისეთი ფინანსური ინსტიტუტი გვიდგას, როგორიც საქართველოს ბანკია. ტურიზმის განვითარების კუთხით ბანკის მხრიდან ბევრი პროექტი ხორციელდება, რაც გვაძლევს კიდევ უფრო დიდ მოტივაციას, განვვითარდეთ და არ გავჩერდეთ. უკვე გვაქვს სამომავლო გეგმები, რომელიც  მოიცავს არსებულ სასტუმროში სპა-აუზის დამატებას და ჩვენი სტუმრებისთვის მოგზაურობის დაუვიწყარი გამოცდილების შექმნას“,- განაცხადა კომპანიის წარმომადგენლმა მალვინა თურაძემ.

„საქართველოს ბანკისთვის ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესის მხარდაჭერა უცვლელ პრიორიტეტად რჩება. პანდემიის შემდეგ ეს სფერო უკვე საკმაოდ გააქტიურებულია, გაზრდილია ტურისტების შემოდინების ნაკადიც და დარწმუნებულები ვართ, რომ King Solomon Hotel Batumi არაერთ სტუმარს უმასპინძლებს და დაუვიწყარი შთაბეჭდილებების შექმნით მრავალ ტურისტს მოიზიდავს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სექტორის გამოცოცხლებაში. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ახლადგახსნილ სასტუმროს სამომავლო გეგმების განხორციელებაში“,- განაცხადა ნათია ღლონტმა, საქართველოს ბანკის აჭარის რეგიონის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის უფროსმა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები