| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ლონდონის ბირჟაზე თბილისის დროით 12:29 საათისთვის 4,03%–ს კარგავს და ბარელის ფასი $110.07–ს შეადგენს.
კიდევ უფრო მეტით,
4,5%–ით იაფდება ამერიკული მსუბუქი ნავთობი WTI ნიუ–იორკის სასაქონლო ბირჟაზე და ამ
დროისთვის ბარელი ამერიკული ნავთობი $104,6 ღირს.
სააგენტო
Reuters-ის ცნობით, ნავთობის ფასის ვარდნა აშშ–ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებას
უკავშირდება – იგი საწვავზე ფასების ზრდის შეჩერების მოწოდებით გამოვიდა, რითაც ქვეყნის
ძირითად ენერგოკომპანიებზე მოახდინა ზეწოლა.
სააგენტოს ცნობით,
აშშ მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი მომხმარებელია და ქვეყანა საწვავზე ფასის ზრდასა
და ინფლაციას ებრძვის.
Reuters-ს ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, რომ პრეზიდენტი
ოთხშაბათს, 22 ივნისს, ბენზინზე ფედერალური გადასახადით დროებით გაუქმების მოწოდებით
გამოვა, რომელიც გალონზე 18,4 ცენტს შეადგენს.
აღინიშნება, რომ
ხუთშაბათს ბაიდენთან 7 უმსხვილესი ნავთობკომპანიის წარმომადგენლები შეიკრიბებიან, სადაც
ბენზინის გაიაფების საკითხს განიხილავენ. საწვავის რეკორდული გაძვირების გამო ეს კომპანიები
რეკორდულ მოგებას იღებენ.
მანამდე, სამშაბათს,
Chevron–ის გენერალურმა დირექტორმა მაიკლ ვირტმა განაცხადა, რომ ნავთობმრეწველობის
კრიტიკა არ წარმოადგენს ბენზინის გაიაფების გზას.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss