| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC)
- ინდოეთის ნავთობგადამამუშავებელმა
ქარხნებმა აპრილი–ივნისის პერიოდში რუსული ნავთობის შესყიდვები 50–ჯერ გაზარდეს. ამის
შესახებ The Economic Times სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობის წერს.
გაზეთის მონაცემებით,
ბოლო სამ თვეში რუსული ნედლი ნავთობის იმპორტი 50–ჯერ არის გაზრდილი და ამ ნედლეული
მთელი იმპორტის 10%–ს პირველად აღწევს. 24 თებერვლამდე ეს მოცულობა მთელი იმპორტის
0.2%–ს არ აღემატებოდა. „დღეს რუსეთი ინდოეთისთვის ნავთობის მიმწოდებელთა ტოპ ათეულშია.
მაისში რუსეთმა საუდის არაბეთსაც გადაუსწრო“, აცხადებენ გამოცემის წყაროები.
მათი თქმით, ინდოეთმა
ისარგებლა იმ შემთხვევით, რომ რუსეთმა ნავთობის გაყიდვა ბარელზე $30–მდე ფასდაკლებით
გაყიდვა დაიწყო იმ პერიოდში, როდესაც გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა.
ინდოეთმა მაისში 25 მლნ ბარელი რუსული ნავთობი შეიძინა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss