| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი(GBC)
- გერმანიის მთავრობა იძულებული იქნება ეკონომიკის რამდენიმე სექტორის მუშაობა შეაჩეროს,
განაცხადა Spiegel–თან ინტერვიუში ეკონომიკის მინისტრმა და ვიცე–პრემიერმა რომერტ ჰაბეკმა.
„ყველა საბაზრო პროცესი გაჩერდება. ეს კატასტროფა იქნება ზოგიერთი დარგისთვის.
და საუბარია არა ორ დღესა და ორ კვირაზე, არამედ ხანგრძლივ პერიოდზე. ჩვენ ვსაუბრობთ
ადამიანებზე, რომლებიც დაკარგავენ სამსახურს და რეგიონებზე, რომლებიც მთელ სამრეწველო
კომპლექსებს დაკარგავენ“, – განაცხადა მინისტრმა. ჰაბეკის თქმით, გერმანიას ზამთარში
რთული პერიოდი ელოდება.
ამასთან, მისივე თქმით, ქვეყნის მოსახლეობა ამ სირთულეებმა ერთ მუშტად
შეკრა: გერმანელები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ემხრობიან და ამისათვის
მზად არიან, გარკვეული შეზღუდვები აიტანონ.
ჰაბეკი ირწმუნება, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს ვითარების დასტაბილურებისთვის:
ეძებს მიწოდების ახალ წყაროებს, ავითარებს ინფრასტრუქტურას. მან ქვეყნის მოსახლეობას
გაზის მოხმარების შემცირებისკენ მოუწოდა, მაგრამ აღიარა, რომ მოქალაქეთა ზოგიერთი კატეგორიისთვის
ეს შეიძლება ძალიან რთული იყოს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss