| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - TBC Capital არ გამორიცხავს რომ მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა 10%-ით გაიზრდება.
ორნიშნა ზრდის იმედი აქვს მთავრობასაც - პრემიერმა უკვე დაანონსა რომ მაისში ქვეყანაში
ორნიშნა ზრდა ფიქსირდება.
„საგარეო
ვაჭრობის წინა კვირაში გამოქვეყნებული მაჩვენებლები კიდევ ერთხელ მიუთითებს თიბისი
კაპიტალის 2022 წლის ეკონომიკის ზრდის მაღალი პროგნოზის რაციონალურობაზე; უფრო მეტიც,
წინა თვეებისაგან განსხვავებით, მაისში ექსპორტის ძლიერი ზრდა უკვე რეალური მატებითაც
და არა მხოლოდ გაზრდილი ფასებით არის გამოწვეული; ამავდროულად, საქსტატის მიერ ეკონომიკის
ზრდის პირველი კვარტალის შეფასება გამოქვეყნდა და მანამდე არსებული ყოველთვიური მაჩვენებლები,
მართალია მცირედით, თუმცა მაინც მატების მიმართულებით გადაიხედა“, - განმარტავენ კაპიტალში.
რაც
შეეხება მთავრობის გათვლებს, ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ ზაფხულის ტურისტულ
სეზონზე ტურისტების რაოდენობა სავარაუდოდ 2019 წლის - პანდემიამდელ მონაცემს გადააჭარბებს.
„ეს ძლიერი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნების მყარი საფუძველი იქნება“ - ამბობს ეკონომიკის მინისტრი.
2022 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური
მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 2.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი
ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 10.8 პროცენტით განისაზღვრა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss