| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საინვესტიციო ჯგუფმა „თურქული ავტომობილები“ (TOGG), რომელიც 4 წლის წინ პრეზიდენტ ერდოღანის დავალებით შეიქმნა, თურქული ელექტრომობილების სერიული წარმოებისთვის ემზადება.
TOGG–მა ამოცანად დაისახა ავტომრეწველობაში თურქეთის
ბრენდის შექმნის შესახებ, რომელზეც ინტელექტუალური საკუთრების უფლება ქვეყანას ექნება.
ავტოქარხანა, რომლის კონვეიერიდანაც ელექტრომობილების
გამოშვება იგეგმება, ბურსაში აშენდა. TOGG–ის ხელმძღვანელობის თქმით, ავტოქარხნის თანამშირომელთა
სულ მცირე 30% ქალები იქნებიან.
პირველი თურქული ელექტრომობილისთვის მაკომპლექტებლების
მიმწოდებლები უკვე გარკვეულია. მათგან ¾ თურქული კომპანიებია, ხოლო დანარჩენი ევროპული
და აზიური.
ყველა ცდის დასრულების შემდეგ, 2023 წლის პირველი კვარტლის
ბოლოს კონვეიერიდან ჩამოვა პირველი თურქული სერიული C სეგმენტის ელექტრომობილი SUV.
შემდეგ გამოუშვებენ მოდელებს იგივე სეგმენტიდან Sedan და Hatchback. მომდევნო წლებში
კი B-SUV და C-MPV მოდელების წარმოება იგეგმება. მთლიანობაში ქარხანა 5 მოდელის ელექტრომობილს
გამოუშვებს.
TOGG–ის საწარმოში 4300 სპეციალისტი იმუშავებს და წარმოების
სიძლავრე წელიწადში 157 000 ელექტრომობილი იქნება.
2030 წლისთვის კომპანია საწარმოო სიმძლავის 1 მილიონ
მანქანამდე გაზრდას გეგმავს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss