ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
აუდიტი SME-ის განმარტების უნიფიცირებას ითხოვს
4 ივლისი, 2022, 16:19
აუდიტი SME-ის განმარტების უნიფიცირებას ითხოვს

მცირე და საშუალო საწარმოების საჭიროებების შესაფასებლად და სათანადო დახმარების პროგრამების დასაგეგმად, საჭიროა ქვეყნის მასშტაბით SME-ის განმარტების უნიფიცირება, SME-თან დაკავშირებული სტატისტიკის შესადარისობის უზრუნველსაყოფად, - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში, რომელიც ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის განვიტარებას და ამ მხრივ სახელმწიფო პროგრამების შეფასებას მოიცავს.

მცირე და საშუალო საწარმოების საჭიროებების შეფასებისა და კატეგორიზაციის მიმართულებით, აგრეთვე მნიშვნელოვანი გამოწვევა არის ქვეყანაში მოქმედი სხვადასხვა საბანკო დაწესებულების მიერ საწარმოებზე გაცემული სესხების არაერთგვაროვანი კლასიფიკაცია. შესაბამისად, ეროვნული ბანკი აერთიანებს საბანკო დაწესებულებების მიერ განსხვავებული მიდგომებით კლასიფიცირებული სესხების მონაცემებს. საბანკო დაწესებულებების მიერ გამოყენებული განმარტება, თავის მხრივ, არ შეესაბამება საქსტატის მიერ განსაზღვრულ მცირე და საშუალო საწარმოების განმარტებას“, - განმარტავენ აუდიტში და აღნიშნავენ, რომ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მცირე და საშუალო საწარმოებზე გაცემული სესხების სტატისტიკა არ ასახავს ყველა იმ სესხს, რომელიც მოქმედი განმარტებით განსაზღვრულ მცირე და საშუალო მეწარმეებზე გაიცა.

გარდა ამისა, აუდიტის დასკვნით, დაკრედიტების მიმართულებით არსებული მონაცემები არ იძლევა საშუალებას, შეფასდეს მრეწველობის კონკრეტული საქმიანობებისა და პროდუქტების მწარმოებლების დონეზე დაკრედიტების მოცულობა და ტენდენციები. აღნიშნული გარემოებები ართულებს მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსებზე წვდომის კუთხით არსებული რეალობის შეფასებასა და SME-ზე ორიენტირებული დახმარების პროგრამების შემუშავებას“, - ნათქვამია კვლევაში. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები