| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – სამშაბათის ვაჭრობაზე ბიტკოინის ფასი 5,5%–ით არის გაზრდილი და ვაჭრობის მონაცემების თანახმად, $20,2 ათასზე მეტად ივაჭრება.
ვაჭრობის მოცულობების მიხედვით უმსხვილეს კრიპტო ბირჟაზე Binance ბიტკოინი 5,6%–ით გაძვირდა და ფასმა $20 210–ს მიაღწია.
პორტალის CoinMarketCap მონაცემებით, რომელიც არანაკლებ 20 კრიპტობირჟის საშუალო ფასებს ითვლის, ბიტკოინის ზრდამ 5,7%–ს მიაღწია – საშუალოდ ასევე $20 210–ს.
კრიპტოვალუტა პოზიციების დაბრუნებას ივნისის ბოლოსა და ივლისის დასაწყისში 6–დღიანი ვარდნის შემდეგ ცდილობს. ამ პერიოდში ბიტკოინის ფასი საშუალოდ 10%–ით დავარდა.
ივნისში ბიტკოინი 37%–ით გაიაფდა. თვის დასაწყისში მისი ფასი $32 000–ს უდრიდა. გაზაფხულის განმავლობაში ეტალონური კრიპტოვალუტის ფასი 26%–ით შემცირდა, ხოლო წლის დასაწყისიდან 2,3–ჯერ ($46,2 ათასიდან).
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss