ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ვალუტა და ფასიანი ქაღალდები << უკან
ფინანსთა სამინისტრომ 100 მლნ ლარი ისესხა
5 ივლისი, 2022, 13:45
ფინანსთა სამინისტრომ 100 მლნ ლარი ისესხა

თბილისი (GBC) – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების 5 ივლისის აუქციონზე 20 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) ავრცელებს.

სებ–ის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა  ბანკმა.  მოთხოვნამ შეადგინა 40 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 10.49%–ით, მაქსიმალური 10.62%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 10.523%–ით განისაზღვრა.

გარდა ამისა, სებ–ის მონაცემებით, 5 ივლისს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 215 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 10.07%–ით, მაქსიმალური 10.099%ით, ხოლო საშუალო შეწონილი  10.077%–ით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.875%–ს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები