ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
BOGG დივიდენდს 3.5858 კურსით გადაიხდის
მარიამ მინაძე
6 ივლისი, 2022, 16:02
BOGG დივიდენდს 3.5858 კურსით გადაიხდის

თბილისი (GBC) -  2022 წლის 20 ივნისს გამართულ Bank of Georgia Group PLC-ის (BOGG) წლიურ საერთო კრებაზე, აქციონერებმა  2021 წლის მოგებიდან საბოლოო დივიდენდის გადახდა დაამტკიცეს.

ჯგუფი თითო ჩვეულებრივ აქციაზე 2.33 ლარს გადაიხდის ფუნტ სტერლინგში. გადახდის დღედ კი 14 ივლისი განისაზრვრა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ლარი/ფუნტი სტერლინგის საშუალო გაცვლითი კურსი 2022 წლის 27 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით 3,5858 იყო, რასაც ჯგუფი დივიდენდის გადასახდელად გამოიყენებს.

ჯგუფს გასული წლის შემოდგომაზე, უკვე გადახდილი აქვს 1.48  ლარი თითო აქციაზე, 2021 წლის ნახევარწლიური დივიდენდის სახით (2021 წლის 30 ივნისის ჩათვლით), საერთო ჯამში 70.4 მლნ ლარის ოდენობით.

ხოლო, წლის მეორე ნახევრისთვის დივიდენდის თანხა, მოსალოდნელზე მაღალი დაკრედიტების ზრდის გათვალისწინებით, გაზრდილია 2.33 ლარამდე თითო აქციაზე (ჯამურად 2021-ის - 3.81 ლარი თითო აქციაზე).

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები