ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
გაზპრომი დეფოლტის ზღვარზეა
6 ივლისი, 2022, 18:27
გაზპრომი დეფოლტის ზღვარზეა

თბილისი (GBC) – რუსული ენერგოგიგანტი გაზპრომი ტექნიკური დეფოლტის ზღვარზეა. გაზის მონოპოლისტის ობლიგაციების საგადახდო ოპერატორი Citigroup აჩერებს ქაღალდებზე გადახდებს სასანქციო რეჟიმთან შესაბამისობის შემოწმების გამო, წერს Bloomberg ფასიანი ქაღალდების მფლობელებსა და წყაროებზე დაყრდნობით, რომლებიც ამერიკულ საფინანსო ორგანიზაციასთან არიან დაახლოებული.

გამოცემის ცნობით, სახელმწიფო კომპანიამ ჯერ კიდევ გასულ კვირაში გადარიცხა მთელი თანხა, რაც ნიშნავს, რომ ემიტენტის გადახდისუნარიანობა ეჭვებს არ ბადებს. საუბარია $15 მლნ–ის ობლიგაციების დაფარვაზე, რომლებიც დოლარშია ნომინირებული და შვეიცარიულ ფრანკში ნომინირებული ობლიგაციები, რომელთა ღირებულება $8 მლნ–ს შეადგენს. თუმცა, ეს ფული ფასიანი ქაღალდების მფლობელთა ანგარიშებზე ჯერ არ დარიცხულა. ორივე გამოშვების ფასიან ქაღალდებზე დაფარვის საშეღავათო პერიოდი არსებობს, რომლის ხანგრძლივობაა 14 დღე. 

Bloomberg–ის ცნობით, უკრაინაზე რუსეთის შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ მანამდე გამოშვებული და უცხოურ ვალუტაში ნომინირებული ფასიანი ქაღალდების  დაფარვა უპრობლემოდ ხორციელდებოდა. გაზპრომმა ასევე მთლიანად დაფარა $1,3 მლრდ–ის მოცულობის ფასიანი ქაღალდების ერთი გამოშვება. 

გაზპრომზე აშშ–სა და ევროკავშირის სანქციები ვრცელდება. შვეიცარიას რუსული გიგანტისთვის შეზღუდვები არ დაუწესებია.



მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები