| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სანატორიუმი ,,სამგურალი’’ გასაყიდად გამოიტანა. სანატორიუმი 18681 კვ/მ მიწასთან ერთად და დამატებით შენობასთან ერთად გაიყიდება.
საჯარო რეესტრის ინფორმაციით, შენობა 9 სართულიანია
და მას დამატებით აქვს 843 კვ/მ მანსარდი, 631 კვ/მ სარდაფი და წყლის რეზერვუარი. შენობა
ნაგებობების საერთო ფართია 14704 კვ/მ.
აუქციონი 4 აგვისტოს მთავრდება და მიმდინარე
ფასი 2.1 მლნ ლარია. შემსყიდველი ვალდებულია
თანხა გადაიხადოს შესყიდვიდან 2 თვის ვადაში.
დღეისათვის საპრივატიზაციო ობიექტს იყენებენ პირები
(მათ შორის
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები)
მართლზომიერი ფლობის
დამადასტურებელი დოკუმენტის
გარეშე.
GBC–ს
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ უთხრა, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს
დევნილთა ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილებას.
ტენდერის პირობით მფლობელმა 2023 წლის 1 იანვრიდან
55 თვის ვადაში ობიექტზე ჯამში არანაკლებ 300–ნომრიანი სასტუმრო უნდა მოაწყოს.
შემსყიდველმა ადგილზე მინიმუმ 6.1 მლნ ლარის ინვესტიცია
უნდა განახორციელოს. ასევე გამყიდველი ითხოვს საინვესტიციო თანხის 10%-ის საბანკო გარანტიის
დადებას.
შეგახსენებთ პრემიერ ღარიბაშვილის ინიციატივით,წყალტუბოს
14 სანატორიუმი საპრივატიზაციოდ ელექტრონულ აუქციონზე გაიყიდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss