| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ლონდონის ბირჟაზე ICE ორშაბათის ვაჭრობის გახსნისას ბუნებრივი გაზის ფასი 1000 კბ/მ–ზე 11%–ით – $1600–მდე დავარდა. ფასის ასეთი ვარდნა რუსული გაზპრომის მიერ „ჩრდილოეთის ნაკადით“ საწვავის ტრანზიტის შეწყვეტის ფონზე ხდება.
თბილისის დროით 10:30 საათისთვის, ნიდერლანდებში TTF ჰაბზე გაზის აგვისტოს ფიუჩერსები 1000 კუბურ მეტრზე $1829,8–დან $1620–მდე დავარდა.
11–21 ივლისის პერიოდში გაზპრომი „ჩრდილოეთის ნაკადზე“ სარემონტო სამუშაოებს ატარებს. ამის გამო ორშაბათის დილიდან გაზპრომმა ამ მილსადენით ევროპაში ნედლეულის ექსპორტი შეწყვიტა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ გაზსადენის ტურბინების მიწოდება, რომლებიც რემონტისთვის კანადაში იყო გაგზავნილი, სანქციების გამო ვერ შეძლეს. თუმცა, კანადის ხელისუფლებამ რუსეთისთვის ტურბინების გაგზავნის ნებართვა 10 ივლისს გასცა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss