ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ხობში მოცვის შემნახველი და გადამმუშავებელი 600 ტ. წარმადობის საწარმო ამოქმედდა
12 ივლისი, 2022, 10:27
ხობში მოცვის შემნახველი და გადამმუშავებელი 600 ტ. წარმადობის საწარმო ამოქმედდა

თბილისი (GBC) - ქალაქ ხობში, თანამედროვე სტანდარტებით  აღჭურვილი საწარმოს მოსაწყობად  2,3 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. კომპანიამ „ბლუ ბერდ ბერიზ“ სოფლის განვითარების სააგენტოდან 500,000 ლარის ოდენობის გრანტი მიიღო და 1,4 მლნ ლარის ოდენობის შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა. საწარმოში სეზონურად 600 ტონა ლურჯი მოცვის შენახვა და გადამუშავებაა შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრეს–ცენტრი ავრცელებს

კომპანიაში „ბლუ ბერდ ბერიზ“ 25-ზე მეტი ადგილობრივია დასაქმებული. პროდუქცია განკუთვნილია  როგორც საექსპორტო, ისე ადგილობრივი ბაზრისათვის.


„სახელმწიფო პროგრამები ფარავს ლურჯი მოცვის  ღირებულებათა ჯაჭვის ყველა კომპონენტს, მხარს უჭერს არა მხოლოდ ბაღების გაშენებას და საწარმოების შექმნას, არამედ ხელს უწყობს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას იმისათვის, რომ  ადგილობრივმა ფერმერებმა კონკურენტუნარიანი პროდუქცია აწარმოონ“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა, რომელიც წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნო.


სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, სოფლის განვითარების სააგენტოს გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსებულია 21 საწარმო, სახელმწიფო თანადაფინანსებამ 10.5 მლნ ლარზე მეტი შეადგინა. პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, სამეგრელოს რეგიონში, ლურჯი მოცვის კულტურა 1 300 ჰა-ზეა გაშენებული, სახელმწიფო თანადაფინანსება  კი,  23.9 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები