ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
ვაშინგტონმა კიევს ბიუჯეტის მხარდასაჭერად $1,7 მლრდ–იანი გრანტი გამოუყო
13 ივლისი, 2022, 10:44
ვაშინგტონმა კიევს ბიუჯეტის მხარდასაჭერად $1,7 მლრდ–იანი გრანტი გამოუყო

თბილისი (GBC) - მსოფლიო ბანკის სატრასტო ფონდმა და აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) უკრაინას ბიუჯეტის მხარდასაჭერად $1,7 მლრდ–ის გრანტი გამოუყვეს.


USAID–ის წერილობით განცხადებაში ნათქვამია: „პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დაპირების ფარგლებში, რომელიც მან პრეზიდენტ ზელენსკის ბიუჯეტის მხარდაჭერასთან დაკავშირებით მისცა, USAID–მა აშშ–ის ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით უკრაინის მთავრობას დამატებითი საბიუჯეტო დახმარება გამოუყო $1,7 მლრდ–ის მოცულობით“.


განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინას დახმარება მსოფლიო ბანკის მეშვეობით გადაეცემა. ეს ფული უკრაინის მთავრობას დაეხმარება რუსეთის აგრესიის გამო წარმოქმნილი საბიუჯეტო დეფიციტის დასაფარად. ამ დახმარების წყალობით ბევრი ძირითადი საჭიროების დაკმაყოფილება გახდება შესაძლებელი, განსაკუთრებით, სამედიცინო პერსონალის ხელფასების გაცემა.


USAID–მა უკრაინას ძირითადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ჯამში $4 მლრდ გამოუყო. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები