ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
ბოლო 3 წელიწადში აშშ-ში საწვავის ფასი 100%-ით გაიზარდა
გიგა თვაური
14 ივლისი, 2022, 11:36
ბოლო 3 წელიწადში აშშ-ში საწვავის ფასი 100%-ით გაიზარდა

თბილისი (GBC) - აშშ-ში სამომხმარებლო კალათაზე ფასების ზრდის ტემპი ბოლო 40 წლის მაქსიმუმზეა. ივნისის ინფლაციამ ანტირეკორდი მოხსნა და 9.1% დაფიქსირდა. ამერიკის შრომის დეპარტამენტის მონაცემებით, ფასების კოლოსალური ზრდა საწვავზე, საკვებზე და საცხოვრებელზე ფიქსირდება. წინა თვეში აშშ-ში 1 გალონი (3.78ლიტრი) ბენზინის ფასი 5$-ს მიუახლოვდა, როდესაც 2019 წელს გალონის საშუალო ფასი 2.6$ იყო. ამის შესახებ BBC წერს.

ინფლაციური ანტირეკორდი ჯერ კიდევ მაისში მოიხსნა, როდესაც 8.6% დაფიქსირდა. ამ მაჩვენებელზე მაღალი ნიშნული 1981 წელს (10.6%) დაფიქსირდა.

შეერთებულ შტატებში ფასებმა ზრდა დაიწყო გასული წლის ბოლოდან, როდესაც Covid–ის გამო მიწოდების ჯაჭვის შეფერხებამ სურსათის ფასები გაზარდა. წელს კი დაემატა უკრაინის ომი, რამაც ინფლაცია გლობალურ გამოწვევად გადააქცია.

ამერიკელი ეკონომისტების ნაწილი ადანაშაულებს პრეზიდენტ ბაიდენს, კოვიდის პროგრამებში ფულის ზედმეტ ხარჯვაში. ჯამში ბაიდენმა 5 ტრილიონი დოლარის პროგრამები დააფინანსა, რათა დაეცვა ოჯახები და ბიზნესი პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური შოკისგან.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები