ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ხარისხიან ღვინოს ვალუტის ცვლილება არ აშინებს - „ხომლის მარანი“
გიგა თვაური
14 ივლისი, 2022, 12:41
ხარისხიან ღვინოს ვალუტის ცვლილება არ აშინებს - „ხომლის მარანი“

თბილისი (GBC) - „ხომლის მარნის“ დამფუძნებლის თამაზ ომანაძის აზრით, გაუფასურებული ევრო ცალსახად ხელს შეუშლის ექსპორტიორებს, თუმცა ეს მის ბიზნესზე საგანგაშოდ არ აისახება.

„ხარისხიანი ღვინო ლიმიტირებული რაოდენობით გადის ევროპის ბაზარზე. შესაბამისად, ვინც ხარისხს აქცევს ყურადღებას, მათთვის მინიმალური ბარიერია, ხოლო ვინც რაოდენობაზე მუშაობს, მათ ექმნებათ პრობლემა“, – აღნიშნა თამაზ ომანაძემ GBC-სთან საუბარში.

მეწარმის აზრით, რუსეთში საექსპორტო ქართული ღვინო დაბალი ხარისხისაა. როდესაც მარნები ცდილობენ საექსპორტო ბაზრის დივერსიფიცირებას, პრობლემა ექმნებათ. ევროპის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს ღვინო და შესაბამისად ვერ შეაქვთ. 

ომანაძის განცხადებით, ქართული ღვინო ლიმიტირებულადაა წარმოდგენილი ევროპულ ბაზარზე, სულ რამდენიმე კომპანიით.

ხომლის მარანის ღვინის ფასი ლონდონის ბაზარზე 1 ბოთლის ფასი 500 ევროდან 800 ევრომდე მერყეობს.

თავად „ხომლის მარანი“ ინგლისშია წარმოდგენილი ,,უსახელოურითა’’ და ,,მწვანე ცოლიკაურით’’. ხომლის მარანი აწარმოებს სხვადასხვა წლის ვინტაჟურ ღვინოებს< რომლებსაც ევროკავშირის  ბიო სერტიფიცირება აქვთ გავლილი.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები