ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ვალუტა და ფასიანი ქაღალდები << უკან
მოსახლეობის რეალური შემოსავლები მცირდება
14 ივლისი, 2022, 16:17
მოსახლეობის რეალური შემოსავლები მცირდება

თბილისი (GBC) - 2017-დან 2019 წლამდე, შინამეურნეობების ნომინალური შემოსავლები 1,182 ლარიდან 1,360 ლარამდე გაიზარდა. 2020 წელს, COVID-19 კრიზისის შედეგად, შინამეურნეობის ნომინალური შემოსავალი, 2019 წელთან შედარებით, 3%-ით შემცირდა. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა შესამჩნევად გაიზარდა შინამეურნეობის ნომინალური შემოსავლები 13%-ით გაიზარდა. PMCG-ის კვლევის მიხედვით, მიუხედავად ამისა მოსახლეობის რეალური შემოსავლები კლებულობს. კერძოდ,  ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოში მაღალი ინფლაცია ფიქსირდებოდა. 

საშუალო რეალური შემოსავალი, საშუალო ნომინალური შემოსავლისგან განსხვავებით, გაანალიზებულ პერიოდში (2017-2021 წლები)  1,182 ლარიდან 1,096 ლარამდე შემცირდა. 2021 წელს მაჩვენებელი 4%-ით გაიზარდა 2020 წელთან შედარებით, თუმცა 2019 წელთან შედარებით 6%-ით ნაკლები რჩება. 

„ყველაზე დაბალი შემოსავლის მქონე ჯგუფი (0-დან 500 ლარამდე) ბოლო ხუთ წელიწადში მნიშვნელოვნად, 8 პროცენტული პუნქტით (პპ) შემცირდა და 21%-მდე დაეცა. ამავდროულად, ყველა სხვა ჯგუფის ზომა მცირედით გაიზარდა: 2021 წლის მაჩვენებლების, 2017 წელთან შედარებისას, ჩანს რომ იმ შინამეურნეობების პროცენტული მაჩვენებელი, რომლებიც თვეში 501-დან 1000 ლარამდე იღებენ, 1 პპ-ით გაიზარდა, ხოლო თვეში 1001-1500 ლარამდე შემოსავლის მქონე შინამეურნობების წილი 2 პპ-ით. 2017 წელს, შინამეურნეობების 79% ხვდებოდა სამ ყველაზე დაბალშემოსავლიან, ხოლო 61% კი ორ ყველაზე დაბალშემოსავლიან კატეგორიაში. 2021 წლისთვის, ეს მაჩვენებლები 74% და 51%-მდე შემცირდა, შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შინამეურნეობების ნომინალური შემოსავლები გაიზარდა, 2021 წელს საქართველოში შინამეურნეობების 54%-ს კვლავ 1000 ლარზე ნაკლები შემოსავალი ჰქონდა“, - განმარტავენ PMCG-ში. 


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები